მზადება "დერბისთვის"

მზადება "დერბისთვის"

მზიან, მაგრამ გრილ დილას, "ბარსას" ფეხბურთელებმა "ესპანიოლთან" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს. დღევანდელი შეკრება "სიუტატ ესპორტივაზე", დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

კიდევ ერთხელ, გვარდიოლას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი გახლდათ – მთელი გუნდი მილიტოსა და ხეფრენის გარდა, რომლებიც აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ისევ აგრძელებენ.

ფეხბურთელები ვარჯიშს ხვალ, 10 საათსა და 30 წუთზე განაახლებენ, რის შემდეგაც გვარდიოლა პრეს–კონფერენციას გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.