workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონას მსაჯი ცნობილია

ბილბაო-ბარსელონას მსაჯი ცნობილია

6 თებერვალს, ბასკეთში, ესპანეთს თასის 1/4-ფინალში, “ბარსელონა” “ბილბაოს” ერთმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.

ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდების მატჩში არბიტრად ფეხბურთის ფედერაციამ 37 წლის ხუან მარტინეს მუნუერა დანიშნა.

ამ არბიტრს “ბარსელონას” მატჩში 20-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 15-ჯერ მოიგეს (75%), 3-ჯერ ფრედ ითამაშეს (15%) და 2-ჯერ წააგეს (10%), გაიტანეს 55 და გაუშვეს 16 გოლი, მიიღეს 38 ყვითელი ბარათი.

“ბილბაოს”, მარტინეს მუნუერას ნამსაჯ 19 შეხვედრაში 10 მოგება (53%), 2 ფრე (11%) და 7 მარცხი (36%) დაუგროვდა. ბასკებმა გაიტანეს 26 და გაუშვეს 20 გოლი, მიიღეს ასევე 38 ყვითელი ბარათი. არც “ბარსას” და არც “ბილბაოს” ფეხბურთელი მუნუერას მოედნიდან გაძევებული არ ჰყავს.

უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირებაში მარტინეს მუნუერამ 3-ჯერ იმსაჯა. 2013 წლის დეკემბერში, ლა ლიგის მე-15 ტურში, ბილბაოში, მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. იმავე სეზონის განმეორებით მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსამ” 2-1 იმარჯვა. 2017 წლის ოქტომბერში, ისევ ლა ლიგაში, “ბლაუგრანამ” უკვე “სან მამესზე” მოიგო, ამჯერად 2-0.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Bobi
    schedule 01 თებ 2020, 18:51
    #4

    მაგარი გინება მოუწევს ამას თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ისინი მაგარს იჩეხავავებენ და ბევრი საბარათე ეპიზოდის გატარება მოუწევს

  • messi
    schedule 01 თებ 2020, 15:32
    #3

    აუ დედა აღარ გეყოლება გინებისგან🤣🤣

  • M10 S9 D11
    schedule 01 თებ 2020, 15:15
    #2

    იმედია წესიერად იმსაჯებს

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 01 თებ 2020, 12:44
    #1

    იმედია არ გააფუჭებს მატჩს.