“ბარსელონას” დამრიგებელს, კიკე სეტიენს ლუის სუარესის შემცვლელად “ვალენსიას” შემტევი როდრიგო მორენო სურს.
ურუგვაელი ფეხბურთლი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. კატალონიური კლუბი მის დროებით შემცვლელს ეძებს და თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, სეტიენის რჩეული “ვალენსიას” 28 წლის ესპანელი შემტევია.
“ბარსელონას” როდრიგოს იანვარში შეძენა ძალიან გაუჭირდება. “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია გასული და “ღამურები” გუნდის ერთ-ერთ ლიდერს იოლად არ შეელევიან. კატალონიური პრესის ცნობით, ვალენსიელები მასში 60 მილიონს ითხოვენ და “ბარსა” სუარესის დროებით შემცვლელში ამხელა თანხას ვერ გადაიხდის.
როდრიგომ, ლა ლიგის მიმდინარე გათმაშებაში, 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
და უფრო გრძელვადიანი პროექტი იყოს
როდრიგომ, ლა ლიგის მიმდინარე გათმაშებაში, 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ეს რა უქნია 17 თმაშშ 2 გოლი თუ გაიტანა უნდა ვიყიდოთ!
ეჰ ვერნერი მგონი ზაფხულში ლივერპულს მიყავს
არნოლდი რად გვინდა, კიმიხი
კიმიხზე მილიონი პროცენტით გეთანხმები, ვერნერზე კი ძალიან საინტერესო რამ წავიკითხე. ლივერპულს ამჟამად მხოლოდ სკამის შემტევი თუ სჭირდება და ამიტომ სათდარიგოში 60 მილიონს არ გადაიხდიან, ანუ არ იყიდიანო
იმობილე 30 წლისაა
ამ სეზონში სუარესის შემცვლელს რაღა აზრი აქ ვერ ვხვდები😕გრიზმანი დავიჯერო მართლა იმისთვის იყიდეს რო კრაიზე ირბინოს?!🤔დააყენოს წინ გრიზი კრაებზე კიდე ხან ფატი და ხან დემბელე
არა რა როდრიგო,ამას მარტინესი ან ვერნერი ჯობია,ისეთი უნდა მოვიდეს რომ გოლი გოლზე გაჰქონდეს.
ეჰ ვერნერი მგონი ზაფხულში ლივერპულს მიყავს
არნოლდი რად გვინდა, კიმიხი
ყველას ახლაა ბარსას დაუკავშირებენ 😀 არადა არცერთი გამართლდება