workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უცნაური წესი, რომელიც “ბარსას” “იბიცასთან” მატჩში პრობლემას უქმნის

უცნაური წესი, რომელიც “ბარსას” “იბიცასთან” მატჩში პრობლემას უქმნის

“ბარსელონა ბ”-ს 20 წლის ცენტრალური მცველისთვის, რონალდ არაუხოსთვის დღევანდელი დღე წარმატებული ვერ გამოდგა. გარდა იმისა, რომ “ბარსა ბ”-მ წააგო, ურუგვაელმა ფეხბურთელმა, “ჟიმნასტიკთან” მატაჩში, ყვითელი ბარათი მიიღო, რაც პრობლემებს არა მარტო მას, არამედ კატალონიელთა პირველ გუნდსაც უქმნის.

22 იანვარს, “ბარსელონა” ესპანეთის თასზე თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. 1/16-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში კატალონიელები ქვედალიგელ “იბიცას” სტუმრად შეხვდებიან.

მეტოქე გუნდის დონის გათვალისწინებით, “ბლაუგრანას” შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. გადახალისება უნდა შეხებოდა დაცვის ცენტრსაც, ეს კი, ტოდიბოს “შალკეში” გადასვლის შემდეგ, სწორედ არაუხოს ხარჯზე უნდა მომხდარიყო.

თუმცა, არაუხომ, მიმდინარე სეზონში, მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მას “ბარსელონას ბ”-ს მიერ ესპანეთის ჩემპიონატში ჩასატარებელი მომდევნო თამაშის გამოტოვება მოწევს. “ბარსას” სარეზერვო გუნდი მომდენო მატჩს შაბათს, 26 იანვარს ჩაატარებს, პირველი გუნდი კი თასზე 4 დღით ადრე ითამაშებს.

Sport-ის ცნობით, ესპანურ ფეხბურთში მოქმედი წესების თანახმად, ფეხბურთელი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი, ესპანეთის თასზეც ვერ ითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაუხო ორმაგად ისჯება.

ახლა, კიკე სეტიენმა უნდა გადაწვიტოს, მის გუნდზე ბევრად სუსტ მეტოქესთან მატჩში, სამუელ უმტიტის დაცვის ცენტრში “ბარსა ბ”-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ოსკარ მინგესა შეუწყვილოს, თუ პიკესა და ლანგლეს შორის ერთ-ერთს დასვენების საშუალება არ მისცეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • nika 54
    schedule 20 იან 2020, 14:03
    #24

    ლანგლეს რაღა დასვენება უნდა, გუშინ არ დაისვენა. ეხლა ამ ერთმატჩიან შეხვედრებში მაიმუნობის დრო არ არის დააყენოს ნორმალური გუნდი. შემდეგი თამაში თასზე სახლში გვექნება და მანდ იპროფესორონ.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 19 იან 2020, 23:07
    #23

    ციტატა: Dat-

    Ok.! მე იმაზე ვერთობი ყოველ ტურში შემდეგი მაჩის იმედი რომ გაქვს ))) არადა არ მოგატყუებ ლივერის ეგ რეკორდი მოიხსნება თუ არა დიდად არ მაინტერესებს

    ვერ მოიხსნება ეგ რეკორდი!!! სნობებს ვერ ვიტან, მაგრამ 1 ეპლ როგორმე მოიგონ,თორე აღარც ახსოვს არავის,რომ პრემიერ ლიგაში გამოდიან joy joy .

  • Dat-
    schedule 19 იან 2020, 23:02
    #22

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤

    ციტატა: Dat-

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤

    ციტატა: Dat-

    აუ შენ ეს ერთი რეკორდიღა დაგრჩა და კბილებით იცავ ხო 😁😁 დავრეკავ ჯანდაბას შემდეგ ტურში თუ კარგად მოიქცევი ))) ისე ეს რეკორდიც რო გაიმეოროს ან მოხსნას მერე რას იტყვი ? )))

    შანსი არაა განმეორების,მითუმეტეს მოხსნის!!!

    ნუ იქნები ასეთი დარწმუნებული ისეთ თამაშს აჩვენებენ არაა გამორიცხული ეგეც ჰქონდეთ გათვალისწინებული. ))) 29 თებერვლამდე თუ არ წააგეს და ყველა მოიგეს ჩათვალე მოხსნილია რეკორდი.

    რა თამაში აჩვენეს? დღეს როგორ გადაიღალნენ ბოლოს ნახე??? რეშფორდი რომ ჰყოლოდათ გაიტანდა მინიმუმ ერთს. გამორიცხულია მაგ რეკორდის მოხსნა, დღეს უკვე ეტყობოდათ დაღლა და ცხენი ტრაორე აუსრულებთ შემდეგ ტურში.

    Ok.! მე იმაზე ვერთობი ყოველ ტურში შემდეგი მაჩის იმედი რომ გაქვს ))) არადა არ მოგატყუებ ლივერის ეგ რეკორდი მოიხსნება თუ არა დიდად არ მაინტერესებს stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 19 იან 2020, 22:59
    #21