workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს რეშაკი: ვალვერდე ამას არ იმსახურებს, ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია

კარლეს რეშაკი: ვალვერდე ამას არ იმსახურებს, ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია

“ბარსელონას” ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი, კარლეს რეშაკი, კლუბში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. 

“ერნესტო ვალვერდე ამას არ იმსახურებს. ის კარგი პიროვნება და პროფესიონალია. იმედი მაქვს, მას არ გაუშვებენ. 

კლუბის ხელმძღვანელები ცდებიან. რა თქმა უნდა, მწვრთნელები გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ საქმეს ფეხბურთელები აკეთებენ და წარუმატებლობა მათი ბრალია. 

რაც შეეხება სეტიენს, ის კარგი მწვრთნელია. “ბეტისს” კარგად ათამაშებდა, მაგრამ ბოლოს უსტვენდნენ. გუნდის მდგომარეობის კონტროლისთვის ძლიერი ხასიათია საჭირო. 

ჩავის ყველაფერი აქვს, რაც მწვრთნელს სჭირდება, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ის სასწაულებს ვერ ჩაიდენს”. – ციტირებს რეშაკის სიტყვებს Marca. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Tramp
    schedule 14 იან 2020, 11:16
    #21

    ვეთანხმები ნაწილობრივ, დაცვის ხაზში ერთი პროფესიონალი არგვყავს.ვალვერდეს გამართლება არ შეიძლება მაგრამ ძნელია მუშაობა ბიზნესმენ პიკესთან