“ბარსელონადან” “ბეტისში” განათხოვრებულმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, სევილიური გუნდის მაისურით, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
გუშინ, “ბეტისი” იმ “ალავესს” დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგაც ალენიამ, “ბარსელონას” მაისურით, 2019 წლის ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
თამაში 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან – ემერსონმა, რომლის სატრანსფერო უფლებებსაც კატალონიური კლუბი ფლობს.
კარლეს ალენია მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. დარჩენილ დროში მან კარში ერთხელ დარტყმა, ბურთზე 8 შეხება, 1 დრიბლინგი და 6 პასის (5 ზუსტი) გაკეთება მოასწრო.
