მესის დასამყარებელი რეკორდები 2020 წლისთვის

მესის დასამყარებელი რეკორდები 2020 წლისთვის

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვებას განაგრძობს.

არგენტინელი თითქმის ყოველ თამაშში ახალ რეკორდს ამყარებს. მიუხედავად მესის მიღწევებისა, ჯერ კიდევ დარჩა ასპექტები, რომლებშიც არგენტინელი ვერ ლიდერობს, თუმცა 2020 წელს შანსი ექნება აქაც პირველი გახდეს.

Goal-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან რეკორდებს, რომლებიც მესის დარჩა დასამყარებელი.

პირველი, ალბათ, პელეს რეკორდია. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა “სანტოსის” რიგებში 643 გოლი გაიტანა. ამ ეტაპზე მესის “ბარსელონას” მაისურით 618 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 26 აშორებს ახალ რეკორდამდე.

“ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების მიხედვით, ლიონელ მესი მხოლოდ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება. ესპანელმა “ბლაუგრანას” მაისურით 767 მატჩში მიიღო მონაწილეობა, არგენტინელმა კი 705-ში. იმის გათვალისწინებით, რომ მესის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2021 წლამდე აკავშირებს, ამ რეკორდის მოხსნა პრობლემა არ იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე რაიან გიგზმა ზედიზედ 16 სეზონში შეძლო გოლის გატანა და ეს მაჩვენებელი რეკორდულია. მესის ამჟამად 15 სეზონში აქვს იგივე გაკეთებული. თუ 2020 წელსაც “ბარსელონა” ლიგაზე იასპარეზებს, მესის გიგზთან გათანაბრება შეეძლება.

ყველაზე საინტერესო ტიტულების რაოდენობაა. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი დანი ალვესია. მას 40 ტიტული აქვს. მეორე ადგილს მაქსველი იკავებს (37). ლიონელ მესის ამჟამად 34 ტიტული აქვს. თუკი “ბარსელონასთვის” 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდება, არგენტინელი შეძლებს ამ ასპექტშიც ლიდერი იყოს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • mesi_10
    27 დეკ 2019, 12:11

    ახლა ლაპარაკი სხვა რომელიმე რიგით ფეხბუთელს რომ ეხებოდეს ვიტყოდი რომ ღრმა სიბერეში მოხსნიდა ანაც ვერ მოხსნიდა მაგ რეკორდებს მარა საქმე როცა მესის ეხება ეგ უბრალოთ დროის საკითხია და სამევე გამოწვევას მუხლზე გადაიკლავს…

  • M10 S9 D11
    27 დეკ 2019, 00:59

    უპრობლემოდ მოხსნის მაგ რეკორდებს ლომი

  • Magician
    26 დეკ 2019, 17:37

    "ბარსელონას" რომ წესიერი მწვრთნელი ჰყოლოდა, ტიტულების რაოდენობით მესი უკვე პირველ ადგილზე იქნებოდა.ძალიან საწყენია.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    26 დეკ 2019, 17:23

    კარიერის დასასრულს ყველა რეკორდს მოხსნის და ისე წავა ფეხბურთიდან! მინიმუმ 2022 წლამდე ბარსაში იქნება და მოუხსნელ რეკორდებს დატოვებს. იმედია მსოფლიოსაც მოიგებს 2022 წელს.