workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტომ კონტრაქტი გაახანგრძლივა!

მილიტომ კონტრაქტი გაახანგრძლივა!

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა მცველმა, გაბი მილიტომ კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა.  29 წლის მცველმა პეპ გვარდიოლას თხოვნის შემდეგ მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი.

როგორც მოგეხსნებათ, მას ძალიან უყვარს “ბლაუგრანა”. რომ არა “ბარსა”, შესაძლოა მას კარიერა დასრულებულიც კი ქონოდა, თუმცა “ბარსა” ხომ მეტია ვიდრე კლუბი. კატალონურმა გრანდმა გადაწყვიტა მისი გუნდში დატოვება მაშინაც კი, როდესაც არგენტინელს უმძიმესი ტრავმა ქონდა და ერთ სეზონზე მეტი გაუცდა. იგი დაბრუნდა და დაადუმა მადრიდი! მან უყვირა ხორხე ვალდანოს “ბერნაბეუს” გასახდელში – “ჰა! ახლა რაღას იტყვი? არ გჭირდები ხო?!”– ასეთი სიტყვებით მიმართა მან თანამემამულეს, რომელმაც რამდენიმე წლის განაცხადა, რომ გაბი მას არ სჭირდებოდა, რადგან ხშირად იღებდა ტრავმებს.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მილიტომ მცირე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ უბედნიერესია “ბარსაში” და არცერთი წუთითაც კი არ უფიქრია კატალონიის დატოვება, მოუხედავად იმისა, რომ უამრავ კლუბს სურდა მისი გადაბირება.

” მე აქ ბედნიერი ვარ. შემიძლია დამშვიდებულმა დავისვენო, რათა შემდეგი წლიდან უფრო დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს”–განაცხადა მილიტომ.

მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward