არ გამოვიდა.
და როგორც რამდენჯერმე ვახსენე მატჩის წინ, არ აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა გამოვა თუ არა, უბრალოდ იმის ნახვა მინდა როგორ შეეჭიდება ბარსა კიდევ ერთხელ რაღაც შეუძლებელს. სწორედ შეუძლებელთან ჭიდილში ჩანს ვინა ხარ და რა შეგიძლია. ისევ და ისევ, გამოჩნდა, რომ ბარსას ამ კედლებში ყველაფერი შეუძლია.
დაუსტვინა მსაჯმა და ერთიანად მოწყდა ყველა “ბარსელონელი”, ერთიანად მიესვენა მინდორზე, იმდენი ძალა და ენერგია შეალიეს “ატლეტიკოს”, რომ სამი კვირის განრიგს ეყოფოდა. მსვერპლი დიდი გაიღეს, ორი განაპირა მცველი შეეწირა ამ ამბავს, მაგრამ თუნდაც სცოდნოდათ წინასწარ როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი, მგონია, რომ მაინც მოგებაზე ითამაშებდნენ და არაფრით თავს არ დაზოგავდნენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს “ბარსელონაა”, და რადგან “ბარსელონაა” ესე იგი ყველამ დაიჯერა ამ ქალაქში რომ მადრიდელთა დამარცხება შესაძლებელია, თანაც, ოთხი ბურთით. გარდა ამისა, ამ წაგებულ მატჩს უდიდესი მუხტის მოტანა შეუძლია სეზონის მიწურულს, აი, ამ წუთების გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იქნება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში, სულ ვიტამინებში წავა.
რა დაგვაკლდა
პასუხი მარტივია – ფორვარდი. სად გაგონილა ოთხი გოლი გქონდეს შესაგდები ასეთ მეტოქესთან და ფორვარდის გარეშე გამოვიდეს ეგ ამბავი. ფაქტობრივად გამორიცხულია. მატჩის წინ შანსი ძალიან შემცირდა, რადგან ბარსამ ლევანდოვსკი დაკარგა. დე იონგის გამოკლებაც დიდი დარტყმა იყო და მაგრად ვეჭვობდი ბერნალზე, მაგრამ ადგა ეს ბიჭი და ორი გოლი შეაგდო. პასუხიც ასეთი უნდა. აი, რობერტ ლევანდოვსკი ვერავინ შეცვალა. ფერან ტორესმა მორიგი ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა. რამდენიმე მომენტი კი შექმნა, უფრო სწორად, რამდენიმე მომენტი გააფუჭა. ყველა ამ მომენტში უკეთესად შეეძლო თამაში. არაფერი მისგან არ გამოვიდა და მატჩის მთავარ იმედგაცრუებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მატჩის ბოლო წუთებზე ფორვარდის როლი რონალდ არაუხომ მოირგო, შეტევის ორგანიზებაში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ იმისთვის იდგა წინ, რომ მაღალ ჩაწოდებას გამოხმაურებოდა, მაგრამ არც ამისგან გამოვიდა რაიმე. არასდროს იქ არ იყო, სადაც წესით და რიგით უნდა ყოფილიყო. ასე დარჩა ბარსა ფორვარდის გარეშე და ასე ვერ შევარდა მეოთხე და გადამწყვეტი გოლი მეტოქის კარში.
ეს მაგარი ბიჭები
ბერნალი უკვე ვახსენეთ და ძალიან კარგი იყო ჟოან გარსიაც. საიმედოდ იდგა კარში, მისი დამსახურებაც არის, რომ ბოლომდე ცეცხლი ენთო მოედანზე. დაცვის ხაზში საუკეთესო იყო კუბარსი. კარგი იყო მარტინიც, კუნდე იმდენად სწრაფად გავიდა ვერ შევაფასეთ, ბალდე გამოვიდა და ისიც გავიდა, ერთხელ კინაღამ დაგვღუპა, დაცვის ცენტრში დაიწყო მატაობა. კანსელუ კი მარცხენა ფლანგისთვის გაამზადეს, მაგრამ მარჯვნიდანაც გაახერხა საგოლე გადაცემა. ასე რომ, დაცვა კარგი იყო საერთო ჯამში.
ბერნალს ჰქონდა ერთი-ორი შეცდომა, ისე კი ბუსკეტსივით ითამაშა. ალღოც ჰქონია თურმე. ფერმინისგან მეტს ველოდით, პედრი კიდევ შეუდარებელი იყო, ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა, მაგრამ თავისი აზროვნებითა და ტექნიკით გასაკეთებელი მაინც გააკეთა. თან ასე ითამაშა ფეხბურთელმა, რომელიც სულ მცირე ხნის წინ დაბრუნდა მოედანზე. გენიოსია ეს კაცი. ჩავისა და ინიესტას ღირსეული მემკვიდრე.
რაფინია ჩვეულად ბოლომდე ჩართული იყო თამაშში და ლამინე იამალმა უბრალოდ იფრინა. შეუჩერებელი იყო, დიდი მატჩების ფეხბურთელია. რაც უფრო დიდია მეტოქე, მით უფრო კარგად თამაშობს. გაანადგურა “ატლეტიკოს” დაცვა, დასცინა და აბუჩად აიგდო, მაგრამ ვის უნდა შეერგო მისი პასები, როცა თავდასხმაში ფერან ტორესი გყავს?! პედრისა და იამალს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, საუკეთესო ალბათ მაინც იამალი იყო. ასეთ თამაშს ველით მისგან ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერ ყველაფერი წინ არის. კვირების წინ გაცილებით რთულად იყო საქმე, ბარსა “ატლეტიკოსთან” განადგურდა, ჩემპიონატში კი “რეალ მადრიდს” ჩამორჩა, ახლა პირიქით, მადრიდელები ოთხი ქულით ჩამოიტოვეს, “ატლეტიკოს” კი აჩვენეს, რომ ის პირველი რაღაც გაუგებრობა იყო, ამ კედლებში სულ სხვაგვარად მთავრდება მატჩები.
თანაც, ვინ იცის, იქნებ ლიგაზეც გადაიკვეთონ.
წინ რა გველის
წინ მარტივი მატჩები აღარ არის. კარგია, რომ ბარსას საკმარისი ჰანდიკაპი აქვს “მადრიდთან”. სანამ მარტის ბოლოს სანაკრებო პაუზაზე გავალთ, მანამდე უკვე გვეცოდინება ითამაშებს თუ არა ბარსა ლიგის მეოთხედფინალში და ვინ იქნება მისი მეტოქე.
Barca for life, სულ არ მინდა ლა ლიგის ტიტული ჩემპიონთა ლიგას მთელი ძალით თუ არ შევუტიეთ. მითუმეტეს რეალი არაა ყველა თამაშის მომგები ლა ლიგაში
შარშანაც ბალდე-კუნდე დავკარგეთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და ინტერთანაც მაგ მიზეზით დავმარცხდით.
ტორესი ჩააბარეთ სადმე ჯართში. ეს შლანგი მომავალ სეზონზეც თუ დატოვეს, შეიძლება მე ჩავიდე ბარსელონაში და ორივე ფეხი მოვატეხო. ამის ყურება უკვე შეუძლებელია, თავი შემაზიზღა ამ უვარგისმა ხორცის ნაგლეჯმა.
ხო ვიძახდი ჩოლო ფინალში არ გაგვიშვებს თქო. და მე-3 ბურთის გაშვების შემდეგ მაგრად მოქოქა კონტრებზე თავისიანები. რაც მთავარია გუნდმა დაამტკიცა. რომ ბრძოლა შეუძლია და თან ბოლომდე. მე კი ყველაზე მეტად მადრიდისტების ქებამ გამაკვირვა და მასიამოვნა. შედით ჰალაზე როგორ აქებენ ბარსას და ნატრულობენ, რომ ასე რეალმაც შეძლოს თამაში. მე მგონი უნდა შევეშვათ მაგათ ლანძღვას და უფრო სწორი იქნება უსამძივროთ რო ასეთი სუსტი რეალი შერჩათ ხელში.
ლევანა ასეთი სტილის თამაშში მინიმუმ 1 გოლს აუცილებლად გაიტანდა
dshvelidze, ავტობუსის წინაშე სულ რთულია გოლების გატანა.მაგრამ მალადეც ჩვე ბიჭებს.ტორესის გარდა.ეგ შლანგი რომ არ გვყოლოდა კიდო გავუტანდით სიმიონის ავტობუს.
ბალდე და კუნდე დაკარგა ბარსამ
ამაყი ვარ ჩემი კლუბით.
დავტკბი ბიჭების თამაშით. ესეც ასე.დააჩოქეს დებილი მადრიდელები.
წლის თამაში დადეს
ძალიან მაგარი სანახავია ისეთი ბარსა, რომელიც მთელი სულისკვეთებით იბრძვის და საამაყოა ამ გუნდის ქომაგობა, რადგან სამყაროში არ არსებობს ამაზე ლამაზად და გულით მოთამაშე გუნდი.
ლამის 20 წელია ამათი გულშემატკივარი ვარ და ტიტულებს არასდროს გამოვკიდებივარ, ტიტულები თითქოს ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო და იმ ამბავში გამოიყენებოდა რომ ვინმეს გაბრიქვოდი, მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს ტიტულები კი არა პირველ რიგში პერფორმანსები და აქ დაღვრილი ემოციებია მნიშვნელოვანი, ამიტომაც ასეთი თამაშები ზოგჯერ რამდენიმე ტიტულის მოგებასაც აღემატება.
უბრალოდ ერთადერთი რაც გულს მიღრღნის ისაა, რომ დღემდე გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აქ ყოფნას არ იმსახურებენ და აუცილებლად ვსაჭიროებთ გაძლიერებას, რათა სტაბილურად დიდი ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.
არ შეიძლება ამხელა კლუბი მარტო 18 წლის ღლაპებმა რომ ათრიონ, ბორდმაც უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი.
ახლა ლალიგაზე ვკონცენტრირდებოდი სერიოზულად, ჩლზე რაც იქნება იქნება.. მე პირადად არანაირად არ მაქვს იმის მოლოდინი რომ თუ არსენალამდე მივალთ მაგათ მაინც გავცდებით, რადგან კუთხურებიდან სულ მცირე 3-4 გოლს შეგვიგდებენ და მერე ჩადგებიან დაცვაში.. ანუ იმის თქმა მინდა რომ უნდა შევეგუოთ ჩვენს არასრულფასოვნებას და ცოტა ეგოები გვერდზე გადავდოთ. აი ამ დაცვით, ამ ტრავმებითა და ამდენი უფორმობით უბრალოდ შეუძლებელია ჩლს დადება. ნუ ახლა თუ სასწაული მოხდა და ხალხი არ გაიტრავმა, ყველა ფორმაში შევიდა და სრული პოტენციალის გამოვლენა დაიწყეს, აი მერე შეიძლება დაფიქრება, მაგრამ მაგის შანსი ხო 1%ია.. ამიტომ ჩლზე რაც იქნება იქნება, როცა გამოვვარდებით ცოტათი გული კი დაგვწყდება, მაგრამ არაუშავს, მთავარია ლალიგა წამოვიღოთ და ზაფხულში ისე გავძლიერდეთ რომ მომდევნო დეკადის მანძილზე სერიოზული პრეტენზიები შევიქმნათ.
ასეთი თამაშით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, მთავარია კონცენტრაცია და გუნდურობა, ხო და ყველაზე მთავარი ფერან ტორესის გააჯმეინონ გუნდიდად, დავიჯერო აკადემიაში არავინ არ არის იამალის ამდენი პოტენციური საგოლე გადაცემა რომ გამოიყენოს? ვიღაცა 16 წლის ებრიმა ტუნკარა იყიდეს და მომავლის ტალანტი არისო, სასწაული თავდამსხმელი იქნებაო და მოსინჯოთ. იქნებ ახალი ანსუ ფატი არის ტრავმების გარეშე.
ულტრასები რო დაბრუნდნენ ეტყობოდა ატმოსფეროს
ლიგაზეც ესე უნდა იყვნენ აუცილებლად რაც შეეხება ფეხბურთელებს და მწვრთნელს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის რაც შეეხება ბორდს აი ვინც ფორვარდი და მცველი არ მოიყვანოს მის დედას ტენა შიშველმა ბალოტელიმ და უმტიტიმ წარმომიდგენია რას ვიზამთ ტოპ კლასის ფეხბურთელები რო დავიმატოთ რა პოზიციაზეც გვიჭირს გუნდი არიქნება ჩვენი გამჩერებელი გუშინ რო გვყოლოდა ლევანა ტორესის მაგივრად დიდი ალბათობით გავიდოდით და ვინც ტორესი არ მიაყუდოს იმას მოვუხან დამსხმელი მარჯვენა მცველად დიდი სიამოვნებით ვანდერსონს ვიყიდდი მონაკოში როა კაი ბიჭია, რაც შეეხება ლიგას იმედი მაქვს ატლეტიკო გავა და გავაპობთ შუაზე რევანში გვაქვს ასაღები.
ატლეტიკომ შეირგოს ეს თასი ხოლო ლიგისნ მეოთხედფინალში მოვა ბარსასთან💀
მნიშვნელობა არ აქვს რო წავაგეთ, გუნდმა აჩვენა რკინის მენტალობა და დაამტკიცა რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ გუნდთან შეუძლია დადოს ტოპ კლასი. შეიძლება ახლა ვერ მიიღეს სასურველი შედეგი მაგრამ სხვა დროს აუცილებლად მიიღებენ სასურველ შედეგს თუ კვლავ ასეთი დუხით, შრომით და თავგანწირვით ითამაშებენ. ატლეტიკო მთელი 90 წუთი კანკალებდა გაძლებაზე იყვნენ ერთი სული ჰქონდათ მსაჯს ჩაესტვინა და დაესრულებინა ეს ჯოჯოხეთი. სწორედ ესაა ის რაც ბარსას აკლდა წლების განმავლობაში. ვინც ამბობს, რომ არაფრის მომცემი მატჩი იყო ბოდიში მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით რადგან ბარსელონა გრანდია და არა ბეტისი მინიმუმს, რომ დაჯერდეს. ბარსელონა ვართ ბოლოს და ბოლოს და გუნდმა თუ ესეთ თამაშებში ფარ ხმალი დაყარა მაშინ არაფერს ჰქონია აზრი ასეთი გუნდი ვერ მიაღწევს დიდ წარმატებას და უბრალოდ წრეზე ივლის წლები.