"ლევანტეს" მწვრთნელი: ერთ მატჩში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია

"ლევანტეს" მწვრთნელი: ერთ მატჩში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა "ბარსელონასთან", ესპანეთის თასის 1/8 ფინალის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"შევეცდებით ნაკლები შეცდომა დავუშვათ, ვიდრე წინა თამაშში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ჩვენ კვირას დილით ვთამაშობთ, ხოლო შემდეგ მომავალ ოთხშაბათს, როტაციას აუცილებლად მივმართავთ. გვსურს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გამოვიყვანოთ, რათა ორივე მატჩში გამარჯვებას შევეცადოთ.

"ბარსელონასთან" თამაშს იმავე განწყობით ვხვდები, როგორც ჩემპიონატის მატჩს.

"ბარსელონას" შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთ მატჩში ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია." - განაცხადა პაკო ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, ლა ლიგაში, "ლევანტე" შინ, "ბარსელონასთან", 0:5 განადგურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2019 14:33
    1
    ვალვერდემ ჭკუას მოუხმოს, და ძირითადით წავიდეს ჯობია, იქ მოიგოს თუ ტ...კი აქვს და სახლში დააყენოს მეორე შემადგენლობა, ისე არ მოგვივიდეს როგორც მოურინიოს ინტერთან, და კიდევ მრავალი.
    Wayne ♛♛♣♣
    სტუმარი [?]
    #2 10 იანვარი 2019 07:46
    1
    ნელა ზვიადი
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 10 იანვარი 2019 00:57
    2
    გადაგივლიით 5-0