workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტონიო კონტე: “ბარსელონა” ზეწოლის გარეშე ითამაშებს

ანტონიო კონტე: “ბარსელონა” ზეწოლის გარეშე ითამაშებს

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ “ბარსელონა” იტალიაში გადახალისებული შემადგენლობით მიემგზავრება, “ნერაძურის” სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად მაინც მაქსიმუმის გაღება მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, “ბარსელონას” პირველი ადგილი განაღდებული აქვს. მე-2 ადგილისთვის “ინტერი” და “დორტმუნდი” იბრძვიან. ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობს – “ინტერი” “ბარსელონასთან, ხოლო “დორტმუნდი” “სლავიასთან”. მილანელთა მიზანია მინიმუმ იმდენი ქულა აიღონ, რამდენსაც “დორტმუნდი” აიღებს. ასეთ შემთხვევაში, “ნერაძური” მე-2 პოზიციას შეინარჩუნებს.

“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზურისთვის ვითამაშებთ და ეს მნიშვნელოვანია.

წილისყრის შემდეგ, ხალხმა ეს ჯგუფი ძალიან რთულად მიიჩნია. ბოლო ტურში “ბარსელონას” ვმასპინძლობთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ეს საამაყოა.

ამ ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება გვსურს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გამოცდილება სჭირდებათ.

“ბარსელონა” იმ 4-5 გუნდს შორის შედის, რომლებიც ტურნირის სტარტიდანვე მის მოგებაზე ფიქრობენ. კატალონიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ მეტოქე ზეწოლის გარეშე ითამაშებს, რაც, ხშირად, პრობლემებს ქმნის.

ასე რომ, არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, მაქსიმუმი გავიღოთ და ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, საკმარისი ესეც არ აღმოჩნდეს.” – ციტირებს კონტებს სიტყვებს Football Italia.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 10 დეკ 2019, 02:44
    #5

    ზეწოლის გარეშე კი არა ფაქტიურად არ ითამშებს ასე რომ გავიდა ეს ძაღლი ინტერეი მეორეზე

  • Andres_Iniesta
    schedule 09 დეკ 2019, 22:07
    #4

    ციტატა: BEQA BARCA

    ციტატა: Andres_Iniesta
    დოპინგ სკანდალის გამო რუსეთმა 4 წლიანი დისკვალიპიკაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერცერთი რუსი სპორტსმენი ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუ, რომელიმე დაამტკიცებს, რომ დოპინგ სკანდალში გარეული არ იყო, დამოუკიდებელი სპორტსმენის სახელით იასპარეზებს.

    აგრეთვე, 2022 წლის მუნდიალზე რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას.

    კაი ხანია ასე არაღაფერი არ გამხარებია

    რუსეთს დაერხა. მარა არ მგონია ასე მოხდეს. რაღაცას უეჭველი მოიფიქრებენ ეგენი. მაგას მასე არ დატოვებენ.

    პროსტა მიკვირ სოჭში რო უყო ოლიმპიადა იმაზეც რა ამბები იყო დიპინგზე.
    შარშან მსფოლიოზეც რუსეთს ყველა ადანაშაულებდა
    და შერეეეშჩეევი ლამის ჰუსეინ ბოლტივით დარბოდა
    ეჭვი ქონდა ყველას და 1წლის მერე ამოწმებენ.

    ძაან ძაღლია პუტინი მაგას ეგრე არ დატოვებს.თან სპორტის როგორი ფანია ყველამ ვიცით

  • ROUCH
    schedule 09 დეკ 2019, 20:33
    #3

    თუ გინდა ვალვერდე წაკუზეთ მოედანზე ნებას გრთავთ მარტო ზეწოლა რა არი, ისე ბავშვებით მოდის ბარსა და მოგების მერე ბევრი არ იბლატაოთ

  • BEQA BARCA
    schedule 09 დეკ 2019, 20:11
    #2

    ციტატა: Andres_Iniesta
    დოპინგ სკანდალის გამო რუსეთმა 4 წლიანი დისკვალიპიკაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერცერთი რუსი სპორტსმენი ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუ, რომელიმე დაამტკიცებს, რომ დოპინგ სკანდალში გარეული არ იყო, დამოუკიდებელი სპორტსმენის სახელით იასპარეზებს.

    აგრეთვე, 2022 წლის მუნდიალზე რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას.

    კაი ხანია ასე არაღაფერი არ გამხარებია

    რუსეთს დაერხა. მარა არ მგონია ასე მოხდეს. რაღაცას უეჭველი მოიფიქრებენ ეგენი. მაგას მასე არ დატოვებენ.

  • Andres_Iniesta
    schedule 09 დეკ 2019, 20:06
    #1