workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იულიან ნაგელსმანი: ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით

იულიან ნაგელსმანი: ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი აცხადებს, რომ მას ქალაქი ბარსელონაც ძალიან მოსწონს და საფეხბურთო კლუბიც.

“როგორც არაერთხელ მითქვამს, ბარსელონა ულამაზესი ქალაქია შესანიშნავი კლუბით. თუმცა, მხოლოდ ეს კლუბი არაა მიმზიდველი.” – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Tribuna.

მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანი ჯერ მხოლოდ 32 წლისაა (მესიზე პატარა), მას უკვე 3-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. “ჰოფენჰმაიმში” წარმატებით მუშაობის შემდეგ, გასულ ზაფხულში, მან “ლაიფციგი” ჩაიბარა და, ჯერჯერობით, ძალიან წარმატებითაც – ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე მყოფი მისი გუნდი “დორტმუნდს” 4, ხოლო “ბაიერნს” 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა კი “ლაიფციგმა” უკვე გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანი პეპ გვარდიოლას სტილის მიმდევარია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 09 დეკ 2019, 13:11
    #1

    ხომ არ მოხვიდოდი? smile