ბარსელონას ტერ შტეგენის ტრანსფერზე შეთავაზებები ჯერ არ მიუღია

ბარსელონას ტერ შტეგენის ტრანსფერზე შეთავაზებები ჯერ არ მიუღია

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომელთა თანახმადაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, “ბარსელონას” გერმანელ მეკარეზე შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

ცნობილია, რომ 33 წლის კარის დარაჯს “ბლაუგრანაში” მომავალი არ აქვს, თუმცა მის მიმართ კონკრეტულ ინტერესს ჯერ არც სხვა გუნდები იჩენენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” ელოდებიან, როდის გამოჯანმრთელდება მარკი სრულად. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ სხვა გუნდების მხრიდან დაინტერესება ამის შემდეგ გაჩნდება.

დიდი ხნის განმავლობაში ტერ შტეგენი “ბარსელონადან” წასვლაზე უარს ამბობდა და ის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებდა. თუმცა კატალონიური მედიის ცნობით სიტუაცია იცვლება. ფეხბურთელის აგენტები უკვე ცდილობენ, ტერ შტეგენისთვის ისეთი კლუბი მოძებნონ, სადაც მას სეზონის ბოლომდე რეგულარული სათამაშო დრო ექნება. მომდევნო ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია და მარკის მიზანი გერმანიის ნომერ პირველ მეკარეობაა. გერმანელთა თავკაცი, იულიან ნაგელსმანი კი მას ამ სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭებს, თუ ფეხბურთელი საჭირო სათამაშო დროს მიიღებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    22 ნოე 2025, 06:31

    დათვლილია ამის დღეები ბარსაში

  • Rick Sanchez
    21 ნოე 2025, 23:28

    გარსია თუ დროულად დაბრუნდა ამას არ ააყენებს სკამიდან.

  • MESSI 2017
    21 ნოე 2025, 01:59

    ასე მგონია შტეგენის დაყენება მოუწევს ფლიკს წელს შესნის ათასჯერ ჯობაი და გარსია იმედია დაბრუნდება მენისკიდან უფრო ძლიერი მარა რავი 5მა ფეხბურთელმა მიიღო მუხლზე ტრამვა ბარსაში ბოლო წლებში და აქიდან 4 ვერ დაბრუნდა იმის ნახევარიც კი რაც იყო თან მეკარისთვის უფრო რთულია ერთერთი თვითონ შტეგენი

  • rivaldo80
    20 ნოე 2025, 17:55

    ტიპი ისეთი მადა აქვს ბუფონს არ ქონია.თან კაი გუნდი უნდა თან ძირითადი მაგარი ხელფასით ვინ წაიყვანს ამას ?

  • nika 54
    20 ნოე 2025, 17:15

    მერე წავიდეს ბეშიკტაშში, ხო ეხვეწებიან უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, თურქეთის ჩემპიონატი უკვე საკმაოდ სოლიდურად ითვლება და ნაკრების მწვრთნელებიც დააკვირდებიან. აბა ჟოაო გარსია გყავდეს გუნდში და ტერ შტეგენი დააყენო არა მგონია სწორი ნაბიჯი იყოს.

    ისე ვინც ალვარესზე ფიქრობს, პსჟ-ში აპირებს გადასვლასო, ჩვენგან განსხვავებით პსჟ ალბათ დააკმაყოფილებს სერესოს მადას.

  • Flying Dutchman
    20 ნოე 2025, 15:09

    ისეთი პირი უჩანს არც მიიღებს მგონი