workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ღია წერილი პრეზიდენტისგან

ღია წერილი პრეზიდენტისგან

ს.კ. “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა მიმართა “ბარსას” ფანებს ღია წერილით.

 

ძვირფასო “ბარსას” გულშემატკივრებო,

 

ამ წერილით მინდა მივმართო საკუთარ თავს, ათასობით თანამშრომელს, კლუბის მხარდამჭერებსა და “ბარსელონას” იმ ქომაგებს, რომლებიც იყვნენ “მესტალიაზე”, რათა აღენიშნათ საყვარელი გუნდის წარმატება. არ დაგავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს !

 

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს სახელით, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხურვამე მხარდაჭერისთვის, თქვენ შეუდარებელნი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიპოვეთ სამეფო თასი, “კულეებმა” დაამტკიცეს, რომ არიან ცივილიზებული გულშემატკივრები. კატალონიელი ხალხი გაერთიანდა და დიდი ინთუზიაზმით ქომაგობდა “ბლაუგრანას”.

 

უღრმესი მადლობა თქვენ, ყველას. ჩვენ შევქმენით ძალიან ძლიერი გუნდი “ბარსას” მხარდამჭერებისა, რომლებიც ცდილობენ ცივილურად მოაგვარონ ყველაფერი და ძალადობას ტოლერანტობით უპასუხონ. ეს ჩვენი კლუბის მენეჯმენტის სასიცოცხლო პრიორიტეტია. ოთხშაბათს, ჩვენ 35–ე ფინალი ჩავატარეთ “კოპა დელ რეი”–სა, საიდანაც 25 შემთხვევაში ზეიმით დავბრუნდით ბარსელონაში. აქამდე “ბარსელონას” გულშემატკივარი სულ გამარჯვებას ზეიმობდა, თუმცა ბედისწერამ ჩვენი დამარცხება ისურვა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ჩვენც ჩემპიონები ვართ!

 

ჩვენი სიამაყე გვართიანებს და გვხდის ბევრად ძლიერ ოჯახს. ჩვენ კიდევ უამრავ ფინალს ვიხილავთ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად, ისინი მოედანზე ილუზიონისტები არიან და გვთავაზობენ ულამაზეს შოუს. მომდევნო დღეებში გადაწყდება ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობა. ამაში კი თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, რომ არ დავმარცხდებით ამ ორ ფრონტზე.

 

Visca El Barca, Visca El Catalunya !

 

მუდამ თქვენი,

 

სანდრო როსელი – ს.კ. “ბარსელონას” პრეზიდენტი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward