რონალდ კუმანი, ვისენტე დელ ბოსკე და რობერტო მარტინესი იოჰან კრუიფისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ.
ჟურნალისტებმა კუმანს “ბარსელონაში” სავარაუდო გადმოსვლასთან დაკავშირებით ჰკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ კუმანი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელია, მის კატალონიურ კლუბში გადმოსვლასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელება მაინც არ წყდება.
“კონტრაქტი ჰოლანდიის ნაკრბთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვები არ მიყვარს. ეს შემაწუხებელიც კია, რადგან მე უკვე მაქვს სამუშაო და მიზანშეწონილი არ იქნება სხვაგან წასვლაზე ვისაუბრო. თუ ისინი მოვლენ, მოვლენ თუ არა და არა. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, რომლებზეც ვღელავ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” – ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
კუმანმა აღნიშნა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ჰოლანდიის ნაკრებს არ დატოვებდა. აქედან გამომდინარე, “ბარსელონას” შანსი აქვს ზაფხულის ბოლოს, ტურნირის დასრულების შემდეგ, კუმანს მწვრთნელის პოსტი შესთავაზოს.
ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ კაცის მიმართ მე მაინც უპირატესობას ტენ ჰაგსა და ჩავის მივანიჭებდი..მაგრამ თუ ვერც ერთი ვერ მოხერხდა მაშინ მივესალმები კუმანს
მანამდე ძმაო არც ბილბაოს არ გაუშვებენ და იმედია მერე მოვა მარა არც გვარდიოლა იყო სადმე რამე ბარსა რო ჩაიბარა და რატომ არ შეილება ეს ხავიმაც გააკეთოს?
ჩემთვის საოცნებოა პეპის დაბრუნება და მის ასისტენტად ხავის მოყვანა საოცრებებს გააკეთებენ ეს ორი და ბარსა ერთად იმედია მოვესწრები ამ დღეს
პეპი და ლუჩო ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელები იყვნენ ბარსას ისტორიაში. პეპი ხო საერთOდ, რამენი ვინმე დააწინაურა, ბუსი პედრო, პიკე დააბრუნა, ტიაგო, მერე კუენკა ტელიო და რავი ათასი ვინმე. ცოტაც რო დასცლოდა და დარჩენილიყო კუენკა-ტელიოსაც ბევრად უკეთესს ფეხბურთელებად აქცედა. ლუჩომ რაფინია დააბრუნა, ასე თუ ისე ითამაშა ხო მაგანაც, რობერტოს გამოუცხადა ნდობა და იყო რამდენიმე დაწინაურებული. ახალგაზრდების მიმართ ნდობა საკმაოდ დიდი იყო, იცით რატომ? იმიტო რო ლუჩომაც და პეპმაც ბარსა ბ თი დაიწყეს, გაიცნეს ახალგაზრდები და როცა პირველ გუნდში მოვიდნენ ზუსტი წარმოდგენა ქონდათ ვინ ვარგოდა ბ ში და ვინ არა. ჩავიმაც იგივე უნდა გააკეთოს, ყატარში ყოფნას 1 წლით ჩაუდგეს სათAვეში ბარსა ბ ეს, ფატი პერესი პუჩი ეყოლება, არაუხო და რავი კიდე, არც კოლიადოა ცუდი ბიჭი და არც მონჩუ. ამასობაში მთავარი მწვრთნელი იქნება კუმანი, როცა ჩავი უკვე პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში, დააწინაურებს მერე უკვე განვითარებულ და პირველი გუნდისთვის მზად მყოფ ახალგაზრდებს და სატრანსფერო ბაზარზე მილიარდების ხარჯვა აღარ დაგვჭირდება. ცოტა აპარტავნებად მიმაჩნია ჩავიმ რო უარი თქვას ბარსა ბ ზე. აქამდეც უნდა მოსულიყო ჩემი აზრით. ეყოფა მილიონების კეთEბა საკმარისი გააკეთა. ამიტო იდეალური რასკლადი კუმანი პირველ გუნდში და ჩავი ბ გუნდში იქნება.თორე პეპი-ჩავის დუეტი ჩემი აზრით უტოპიაა და ოცნება. ამ ხელმძღვანელობასთან პეპი არ დაბრუნდება და თან არარეალურია ორივეს მოსვლა ჩემი აზრით.
კუმანი, ან ტენ ჰააგი.
პეპისაც ვისურვებდი მაგრამ რატომღაც მგონუა რო აღარ მოვა.
სანამ ევროპას არ ჩაამთავრებს იქამდე ნაკრებიდან წამომსვლელი არაა ეს
გვარდიოლა დააბრუნეთ
