workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

გუშინდელი დასვენების შემდეგ დღეს გუნდმა ვარჯიში განაახლა.

Ciudad Deportiva”-ზე ჩატარდა პირველი ვარჯიში ”ოსასუნასთან” მატჩისთვის მოსამზადებლად. მცირე წვიმის თანხლებით მინდორზე 19 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. 18 ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან იყო, ხოლო ტიაგო ალკანტარა ”ბარსა ატლეტიკს” წარმოადგენდა. ადრიანო, აბიდალი და ბოიანი აგრძელებენ აღდგენით პროცედურებს. კარლეს პუიოლი ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებდა და შესაძლოა მან გამოტოვოს შაბათს გასამართი მატჩი. მომდევნო ვარჯიში ხვალ, ესპანური დროთ 11-30 საათზე, ”ნოუ კამპზე” გაიმართება.  

ჩოგბურთელების ვიზიტი

ასევე დღევანდელ ვარჯიშს ესწრებოდნენ მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვალავის, რაფა ნადალის წარმომადგენლები: ტონი ნადალი, რაფას ბიძა და მასწავლებელი და ჩოგბურთელის წარმომადგენელი კარლოს კოსტა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბარსელონაში ტარდება 59-ე გათამაშება ”Trofeo Conde de Godó”-სი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward