“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში “მალიორკასთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ლა მასია” ბრწყინვალე საქმეს აკეთებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ, მწვრთნელები, ამ ფეხბურთელების ხარისხში დარწმუნებულები ვართ. ვარჯიშებზე ვხედავთ, რომ ისინი კარგად მომზადებულები არიან. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროდუქტით, რომელიც ჩვენამდე მოდის.
ფერმინს “ბარსელონა” უყვარს. ის ძალიან ნიჭიერი და მაღალი დონის ფეხბურთელია. ფერმინი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მის გამო ბედნიერი ვარ.
დეკუთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ერთნაირ მოთამაშეებს ვეძებთ, რომლებსაც ერთი და იგივე ფილოსოფია აქვთ. ამას ვაფასებ.
იამალმა მოუმატა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის თამაშით სიამოვნებას იღებს. სწორედ ამაში გვინდა, ლამინს დავეხმაროთ, გადადგას მომდევნო ნაბიჯები. მას ახლა უფრო მეტი გააქვს და ვფიქრობ, უფრო დიდი პოტენციალი აქვს, რომლის ჩვენებაც მომდევნო წლებში შეუძლია.
პედრი? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. არ ვიცი, პედრი როდის დაბრუნდება, მაგრამ ის გეგმის შესაბამისად პროგრესირებს. ყველაფერი კარგადაა.
რაფინია? უნდა მოვიცადოთ. როგორც კი იგრძნობს, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს და ექიმებისგან ნებართვას მიიღებს, ის ამას გააკეთებს. ნაბიჯ-ნაბიჯ და მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ.
დე იონგი 6-იანზე ან 8-იანზე თამაშობს. ის ბურთთან შესანიშნავია. მან თავისი ლიდერული თვისებები გააუმჯობესა, რასაც ასაკი მოითხოვს. ფრენკი “ბარსელონაში” თავს კომფორტულად გრძნობს. მას უყვარს კლუბი და ქალაქი. მისგან სწორედ ამას ველით.
მე, როგორც ფეხბურთელების მამა? ზოგჯერ ასაკის გამო მგონია, რომ მათი ბაბუა ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოთამაშემ ყველაფერი გაიღოს, რაც შეუძლია. მათზე ვზრუნავ, რათა უკეთ ითამაშონ. ჩემთვის ურთიერთობაში კიდევ ერთი წესი არსებობს: არავინ უნდა იდგეს ვინმეზე მაღლა, ყველა ერთ დონეზე უნდა იყოს.
ლევანდოვსკის მომავალზე ვისაუბრეთ. ჯერ სეზონის ბოლოში არ ვართ და მან ეს გათამაშება კარგად უნდა დაასრულოს… არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. რობერტი კარგად გამოიყურება. იმედი მაქვს, ის ამჟამინდელი სიტუაციით ტკბება.
იან ვირჯილი? ვხედავ, რომ ის “მალიორკაში” ძალიან კარგად თამაშობს და ეს შესანიშნავია.
არაუხო? ფიზიკურად ის საუკეთესო, სწრაფი, ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერი და ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ მან ეტაპობრივად პროგრესი უნდა გააგრძელოს, რადგან ჩვენი ფილოსოფია ამას მოითხოვს. რონალდი ბოლო მატჩში სხვა ფეხბურთელი იყო. ის თამაშის სტილთან ძალიან კარგად ადაპტირდა.
აპა ხო არ იტყვის სირია და მომაშორეთ გუნდიდანო ფლიკი ყველა ფეხბყრთელზე ასე ამბობს გუნდსის ახლა ვინცაა ცენტრალური მცველები მართლა ყველაზე სწტაფია მარა ეგ სიწრაფეც კი არაა საკმარისი მოკლედ ამ კაცს არანაირი ტრანსფერის იმედი არ აქვს და სადამდე გაუძლებს მოთმინება დარჩება იქამდე დ ამერე დაამგავრებს კარიერას
ვირჯილი დასაბრუნებელია აუცილებლად მალე და ერთი ფორვარდი რა ვერ გამოჩნა ამ ლამასიაში რო მაზილა ფერან ტორესს არ ვუყუროთ
იან ვირჯილი იჯარითაა?
აპა ხო არ იტყვის სირია და მომაშორეთ გუნდიდანო ფლიკი ყველა ფეხბყრთელზე ასე ამბობს გუნდსის ახლა ვინცაა ცენტრალური მცველები მართლა ყველაზე სწტაფია მარა ეგ სიწრაფეც კი არაა საკმარისი მოკლედ ამ კაცს არანაირი ტრანსფერის იმედი არ აქვს და სადამდე გაუძლებს მოთმინება დარჩება იქამდე დ ამერე დაამგავრებს კარიერას
ვირჯილი დასაბრუნებელია აუცილებლად მალე და ერთი ფორვარდი რა ვერ გამოჩნა ამ ლამასიაში რო მაზილა ფერან ტორესს არ ვუყუროთ
ყველაფერი კარგი, მაგრამ არაუხოზე სერიოზულად ილაპარაკა?
იმედია ერთი 2030 წლამდე გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს. რადროს ამის კარიერის დასრულებაა. ტრიუმფს უნდა მიაღწიოს ბარსაში ჯერ.
სწორედ ასეთი დისციპლინირებული მწვრთნელი სჭირდებოდა ბარსას,ვინც ფეხბურთელებს მოტივაციას მისცემდა,ამ მძიმე სიტუაციაში,ბევრი ვერ გარისკავდა ბარსაში მოსვლას.მაგრამ ამ კაცმა იცის ფეხბურთი,იცის როგორ უნდა იპოვოს გამოსავალი მძიმე სიტუაციაში.გერმანული მენტალიტეტი სულ სხვაა. ამას რომ ახალგაზრდა მესი და ალვეში ყავდეს გუნდში წარმოიდგინეთ რას იზამდა.ხავი ინიესტაზე რიმ აღარაფერი ვთქვათ…კამპ ნოუს რეკონსტრუქცია რომ მორჩება,ტრიბუნები რომ გადაიჭედება.წარმოიდგინეთ როგორი ატმოსფერო იქნება.გუნდიც წელში გაიმართება ფინანსურად.ყველაფერი დასტაბილურდება.მერე მართლა ვეღარავინ გააჩერებს ამ გუნდს
ჩემთვის ურთიერთობაში კიდევ ერთი წესი არსებობს: არავინ უნდა იდგეს ვინმეზე მაღლა, ყველა ერთ დონეზე უნდა იყოს. – გენაცვალე მაგ გულში.
პენდრაგონი, მგონი გამოთალა სალამური, ან პროცესშია, აშკარად პროგრესი აქ
ეჰ შენ გახდებოდე ბარსას ფერგიუსონი ან ვენგერი🤭🤭🤭 ეს კაცი რომ არ შეიყვანონ უმაღლეს ტრენერად უნდა მიარჭო სარდელი იმათ ვინც იტყვის არაფერი განსაკუთრებულიო.. რა ბარსელონათი კინაღამ ტრებლი დადო უფრო სწრორედ ყველაფერს მოიგებდა რომ არა სლე მახინაციები😉 მაგრამ ეხლაც ამას აწვება ყველა ტურნინი მნიშველოვანიას
არაუხოს გაასხმევინე რა