ლიონელ მესის მორიგი აღიარება

ლიონელ მესის მორიგი აღიარება

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2019 წლის ინდივიდუალური ჯილდოების ჩამორიგება დაიწყო.

ჯერჯერობით გამარჯვებული გამოვლენილია 8 ნომინაციაში, აქედან ხუთში “ბარსელონას” თავისი წარმომადგენელი ჰყავს (დანარჩენი 3 ნომინაციაა საუკეთესო კაცი მსაჯი, საუკეთესი ქალი მსაჯი, ნაკრების საუკეთესო მწვრთნელი).

თავის პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელეს ლიონელ მესი. არგენტინელი წლის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა. ლეომ ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო. მანამდე საუკეთესო გამთამაშებლად ის 2015, 2016 და 2017 წლებში დაასახელეს. მესიმ 299 ქულა აიღო და მე-2 ადგილზე გასულ კევინ დე ბრუინს 214 ქულით აჯობა.

საუკეთესო გამთამაშებლების ჩამონათვალში, 25 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა ფრენკი დე იონგი, ხოლო 20 ქულით მე-9 პოზიცია დაიკავა ანტუან გრიზმანმა.

წლის საუკეთსო მეკარე ალისონ ბეკერი გახდა, რომელმაც 286 ქულა მოაგროვა. 104 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

წლის საუკეთესო ქალი გამთამაშებლების ათეულში “ბარსელონას” 2 ფეხბურთელი მოხვდა. 33 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა ლიკე მარტენსმა, ხოლო ჯენიფერ ერმოზო, 14 ქულით, მე-9 პოზიციაზე გავიდა.

“ბარსელონას” ქალთა გუნდის მეკარე სანდრა პანიოსი, საკუთარ პოზიციაზე, მე-6 ადგილზე გავიდა. მან 23 ქულა დააგროვა.

საუკეთესო ათეულში მოხვდა ერნესტო ვალვერდეც. ის, 6 ქულით, წლის მე-10 საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად დასახელდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Serenity.
    28 ნოე 2019, 20:23

    ვალვერდე რატოა მანდ საერთოდ 😆

  • NS50
    28 ნოე 2019, 19:32

    ნამდვილი აღიარება და დაფასება მეექვსე ოქროს ბურთი იქნება smirk

  • M10 S9 D11
    28 ნოე 2019, 19:19

    საუკეთესოა ლომი

  • ROUCH
    28 ნოე 2019, 19:16

    შტეგო როგო იჩაქაგრება ამ მძორების და მაზილების გამო, თორე ალისონი ვინ ჩემი ფეხებია შტეგოსთან