ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე გოლი წესების დაცვით გავიდა

სუარესი: დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე გოლი წესების დაცვით გავიდა

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამარჯვებაში “ბარსელონას” ლუის სუარესი გოლით და საგოლე პასით დაეხმარა. 

“თამაშის გაუმჯობესება გვინდოდა. მეორე ტაიმში ცოტათი მოვეშვით, მაგრამ იქამდე გატანილი გოლები მოგებაში და მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა. 

დარწმუნებული ნამდვილად არ ვიყავი, რომ პირველი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, წესების დაცვით გავიდა. ვფიქრობ, თამაშგარე იყო. მომდევნო ეპიზოდში კი ეჭვი არ შემპარვია. 

ჩემსა და მესის შორის შეთამაშება ყოველდღიურად უფრო ეფექტური ხდება. ეს დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით თამაშის დამსახურებაა. მინდორზე ერთმანეთს თითქმის ყოველთვის ვპოულობთ, ეს კი გუნდს ეხმარება”. – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • duggu
    schedule 28 ნოე 2019, 14:09

    პისტოლერო მიდი შეუბერე ლევანას ჯინზე და აჩვენე ვინაა N1 ცხრიანი

  • M10 S9 D11
    schedule 28 ნოე 2019, 12:22

    კარგი იყო გუშინ იმედია კიდე მოუმატებ სუა