EA Sports-ის მიერ შექმნილი ვიდეოთამაში FIFA მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. FIFA 20-ის ფეხბურთელების რეიტინგის გამოქვეყნებას ბევრი ადამიანი ელოდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ 94 ქულით, თამაშში საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ 1 ქულით ჩამორჩება.
თუმცა, თუ ფეხბურთელების შესაძლებლობებს დეტალურად შევისწავლით, რაც Givemesport-მა გააკეთა კიდეც, რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ.
პოპულარულ თამაშში 6 ძირითადი კატეგორია 29 ქვეკატეგორიადაა დაყოფილი. Givemesport-მა, ამ 29 კატეგორიის მონაცემები დააჯამა და მოულოდნელი შედეგი მიიღო.
ლოგიკურია, რომ მსგავსი მიდგომის შემთხვევაში, ნახევარმცველებს, სხვა პოზიციის ფეხბურთელებთან შედარებით, უპირატესობა აქვთ, რადგან მათ შემტევი თვისებებიც აქვთ და დაცვითიც, მაგრამ შედეგი მაინც ძალიან მოულოდნელია.
გთავაზობთ FIFA 20-ის 29 მახასიათებლის დაჯამებით მიღებულ საუკეთესო 30 ფეხბურთელს.
| # | ფეხბურთელი | კლუბი | ქულა |
| 30 | ალექს სანდრო | იუვენტუსი | 2 233 |
| 29-28 | სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი | ლაციო | 2 235 |
| 29-28 | ალანი | ნაპოლი | 2 235 |
| 27 | დელე ალი | ტოტენჰემი | 2 238 |
| 26 | ლუკა დინი | ევერტონი | 2 242 |
| 25 | ლეონ გორეცკა | ბაიერნი | 2 246 |
| 24 | ტიაგო ალკანტარა | ბაიერნი | 2 248 |
| 23-22 | ჟორჟინიო ვეინალდუმი | ლივერპული | 2 250 |
| 23-22 | ლუის სუარესი | ბარსელონა | 2 250 |
| 21 | კრიშტიანუ რონალდუ | იუვენტუსი | 2 265 |
| 20 | ჯოშუა კიმიხი | ბაიერნი | 2 266 |
| 19 | აქსელ ვიტსელი | დორტმუნდი | 2 267 |
| 18 | ჟორდი ალბა | ბარსელონა | 2 269 |
| 17 | სერხიო რამოსი | რეალი | 2 270 |
| 16 | პაულინიო | გუანჩჟოუ | 2 273 |
| 15 | ალესანდრო ფლორენცი | რომა | 2 275 |
| 14 | ალექსანდრ კოლაროვი | რომა | 2 277 |
| 13 | გარეთ ბეილი | რეალი | 2 280 |
| 12 | დავიდ ალაბა | ბაიერნი | 2 287 |
| 11 | რაჯა ნაინგოლანი | კალიარი | 2 292 |
| 10 | ლიონელ მესი | ბარსელონა | 2 297 |
| 9 | ალექს ტელესი | პორტუ | 2 298 |
| 8 | მარსელო | რეალი | 2 299 |
| 7-6 | მარკოს აკუნია | სპორტინგი | 2 301 |
| 7-6 | ბრუნო ფერნანდეში | სპორტინგი | 2 301 |
| 5 | ლუკა მოდრიჩი | რეალი | 2 308 |
| 4-3 | კევინ დე ბრუინი | მანჩესტერ სიტი | 2 311 |
| 4-3 | პოლ პოგბა | მანჩესტერ იუნაიტედი | 2 311 |
| 2 | ანტუან გრიზმანი | ბარსელონა | 2 326 |
| 1 | არტურო ვიდალი | ბარსელონა | 2 330 |
Es aris dacviti da tqvdasxmashic shedegiani moqmedi fexburtelebis sia qulebis mixedvit.. da vidalma yvelafershi ertad agebuli qulebit gavida 1 ze… tore yvela mis poziciit messia 1 ze
ვერაფერიც ვერ გავიგე, პირველი არტურო ვიდალი წერია არადა ქულებით ვიღაცა ალექს ტელესსია პირველზე
ეგ უბრალოდ დათვლილი მონაცემებია დაა ბევრს თითქმის არ აქვს გავლენა გეიმფლეიზე…წლევანდელი ფიფა დრიბლინგი ფეისი და აჯილითია თავიდან ბოლომდე ეგ სამი თუ მაღალიაქვს ფეცბურთელს დაფრინავს მაგიტომაცაა თითქმის ყველა პროს დემბელე ყავს გუნდში არადა აქ თურმე 30-შიც არ შედის…