ლიონი-ბარსელონა - ურთიერთშეხვედრების ისტორია

ლიონი-ბარსელონა - ურთიერთშეხვედრების ისტორია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა, რომელმაც "ბარსელონას" ფრანგული "ლიონი" შეახვედრა.

ისტორიის გათვალისწინებით, "ლიონი", "ბარსელონასთვის", იოლი მეტოქეა. ესპანელებს ფრანგებთან წაგება არ აქვთ. ჩატარებული 6 თამაშიდან 4 "ბარსას" მოგებით დასრულდა.

გუნდების პირველი ორი შეხვედრა 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. "კამპ ნოუზე" კატალონიელებმა, კლუივერტისა და რივალდოს გოლებით, 2:0 მოიგეს. საფრანგეთში "ბარსამ" 3:2 მოიგო. გოლები კლუივერტმა, რივალდომ და ხერარდმა გაიტანეს.

2007 წელს, გუნდები ერთანეთს ისევ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა, რომელიც ესპანეთში გაიმართა, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. თითო გოლი მესიმ და ანრიმ გაიტანეს, ხოლო კლერკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საფრანგეთში გამართული მატი 2:2 დასრულდა. სტუმართაგან თავი ინიესტამ და მესიმ გამოიჩინეს.

2009 წელს, "ლიონი" და "ბარსელონა" ერთანეთს 1/8-ფინალში დაუპირისპირდნენ. "სტად ჟერლანზე" გუნდებმა 1:1 ითამაშეს. სტუმართაგან თავი ტიერი ანრიმ გამოიჩინა. დღევანდელი გუნდიდან იმ მატჩში მონაწილეობა პიკემ, ბუსკეტსმა და მესიმ მიიღეს.

განმეორებით მატჩში "ბარსამ" მეტოქე 5:2 გაანადგურა. ანრიმ დუბლი შეასრულა, ხოლო მესიმ და ეტოომ თითო გოლი გაიტენეს. მესის გარდა, მოედანზე ვიხილეთ პიკეც, ბუსკეტსი კი სათადარიგო იყო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MESSI 61
    სტუმარი [?]
    #7 17 დეკემბერი 2018 16:41
    3
    ორივე თამაშს მოვიგებთ, 100%-ით დარწმუნებული ვარ! კამპ ნოუზე საერთოდ გავანადგურებთ! წელს ტრებლს უეჭველი დავდებთ. არავინ და ვერავინ ვერ შეგვაჩერებს.ბარსა-მეტი ვიდრე კლუბი,მესი-ბევრად მეტი ვიდრე ფეხბურთელი. ვისკა ბარსა. გილოცავთ ბარბარობას კულეებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    ფანი [?]
    #6 17 დეკემბერი 2018 16:26
    1
    მესის რაც უთამაშია ამათ წინააღმდეგ ერთი მატჩის გარდა ყველაში შეუგდია გოლი და იმედია ახლაც გაიტნს რამდენიმეს და ლევანდოვსკის დაეწევა თან არა მგონია ლევანდოვსკიმ ლივერპულს ერთზე მეტი გაუტანოს
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #5 17 დეკემბერი 2018 16:24
    0
    რატომ ფიქრობთ რომ აიაქსი რეალს გააგდებს? რასისულელეა რეალია ბოლოსდაბოლოს flushed 1/8 ფინალში 3 სუპერ წყვილი მაინც შედგა ჯობდა სხვანაირად ყოფილიყო angry
    Basi
    სტუმარი [?]
    #4 17 დეკემბერი 2018 16:20
    0
    mashindelii lioni bevrad dzlierii iyoo vidre dgesaa da barsa piriqit
    exla bevrad shemdgari da dzlieriiaa
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #3 17 დეკემბერი 2018 16:16
    0
    ლიონი არაფერს დათმობს ეგ ვიცი და რავი მშვენიერი თამაში გამოდგება ამხელა პაუზის შემდეგ.
    11 RIVALDO 11
    სტუმარი [?]
    #2 17 დეკემბერი 2018 15:43
    10
    რაღაც გული მიგრძნობს ქელს ლიგა ჩვენია
    Donduda
    სტუმარი [?]
    #1 17 დეკემბერი 2018 15:42
    2
    Kargia zalian