"ბარსელონელები" ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებენ

"ბარსელონელები" ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებენ

"ბარსელონას" ფეხბურთელები, საახალწლოდ, ერთ კვირას დაისვენებენ, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების შემთხვევაში კი დრო 2 დღით გაგრძელდება.

კატალონიური გუნდის მოთამაშეები დასვენებას 23 დეკემბერს, "სელტასთან" თამაშის მეორე დღეს დაიწყებენ. Marca-ს ცნობით, უმეტესობა მათგანი ვარჯიშს 30 დეკემბერს განაახლებს, ხოლო სამხრეთ ამერიკელები - 2 იანვარს.

"ბარსელონა" 2019 წლის პირველ შეხვედრას 5/6 იანვარს, "ხეტაფესთან" ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.