workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონა” ხუან მირანდას დაბრუნებას აპირებს

MD: “ბარსელონა” ხუან მირანდას დაბრუნებას აპირებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარცხენა მცველი ხუან მირანდა, რომელიც “შალკეში” 2-წლიანი იჯარითაა გაშვებული, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში იანვარში დაბრუნდეს.

19 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენულ გუნდში გასულ ზაფხულში გადავიდა. “შალკემ” ახალგაზრდა ფეხბურთელი 2-წლიანი იჯარით აიყვანა, მაგრამ როგორც ირკვევა, მისთვის სათამაშო დროის მიცემას არ აპირებს. ხუან მირანდა გუნდის განაცხადში რეგულარულად ხვდება, მაგრამ მოედანზე გასვლის შანსი მას მიმდინარე სეზონში ჯერ არ მისცემია.

ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის უთამაშებლობა “ბარსელონას” გეგმებში არ შედის. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები მირანდას იჯარის ხელშეკრულების იანვარში გაწყვეტაზე ფიქრობენ. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი სეზონს “ბარსა ბ”-ში ჩაამთავრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 22 ნოე 2019, 17:36
    #4

    გერმანიაში სკამზე დასაჯდომად წავიდა? სკამი ბარსაშიც ჰქონდა

  • ROUCH
    schedule 22 ნოე 2019, 15:37
    #3

    ბარსას ვინმე გაენათხოვრებინოს და იმას იმ გუნდში გამოცდილება მიეღოს არ მახსოვს, ვინც გაანათხოვრეს ყველა მერე კაპიკებად გასაყიდი გაუხდათ, რა შალკე შე ჩემისა გაუშვი ვინმე ისეთთან სადაც მცველი სუ არ ყავთ

  • BEQA BARCA
    schedule 22 ნოე 2019, 15:32
    #2

    დინამო ბათუმს მიყიდონ ან 2 წელი იჯარა. 😂

  • M10 S9 D11
    schedule 22 ნოე 2019, 15:15
    #1

    რა მირანდა მოაშორეთ აქედან ცალფეხა ფირპო მირჩევნია მილიონჯერ