workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” იდეალური სტატისტიკა აგირეს წინააღმდეგ

“ბარსელონას” იდეალური სტატისტიკა აგირეს წინააღმდეგ

2019 წლის 23 ნოემბერს, “ბარსელონა” ლა ლიგის ფარგლებში სტუმრად “ლეგანესს” დაუპირისპირდება, კატალონიურ კლუბს და პირადად ერნესტო ვალვერდეს სტუმართა მთავარი მწვრთნელის – ხავიერ აგირეს წინააღმდეგ იდეალური სტატისტიკა აქვს. 

მექსიკელი სპეციალისტი – ხავიერ აგირე, რომელიც ესპანურ ფეხბურთში ერთ-ერთი ცნობილი სახეა, ლა ლიგაში 4 ნოემბერს დაბრუნდა და “ლეგანესი” ჩაიბარა, ბოლოს იგი ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ (2018-2019). 

“ბარსელონა” ისტორიაში 21-ჯერ შეხვდა იმ გუნდებს, რომელსაც აგირე წვრთნიდა, კატალონიელები მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. გთავაზობთ სტატისტიკას: 

“ბარსელონა” VS აგირე

  • ყველა თამაში: 21 (“ოსასუნა” 8, “ატლეტიკო” 7, “ესპანიოლი” 4 და “სარაგოსა” 2) 
  • შედეგი: “ბარსელონამ” 15-ჯერ გაიმარჯვა, აგირემ 2-ჯერ, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა
  • გოლები: “ბარსელონა” 51 გოლი, აგირე 16 გოლი 

აგირეს გამარჯვებები “ბარსელონას” წინააღმდეგ: 

  • 2006/2007: “ოსასუნა” 2-1 “ბარსელონა” (ლა ლიგა) 
  • 2007/2008: “ატლეტიკო” 4-2 “ბარსელონა” (ლა ლიგა) 

“ბარსელონას” გამარჯვება ყველაზე დიდი ანგარიშით: 

  • 2006/2007: “ატლეტიკო” 0-6 “ბარსელონა” (ლა ლიგა) 

ვალვერდე VS აგირე 

  • 11 დაპირისპირება: ვალვერდე (5 გამარჯვება – “ატლეტიკი” (2) “ესპანიოლი” (3), აგირე (3 გამარჯვება – “ატლეტიკო” (1) “ესპანიოლი” (2) 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 19 ნოე 2019, 23:43
    #4

    უნდა ამოვტენოთ ლეგანესი

  • Don_Andresito
    schedule 19 ნოე 2019, 22:34
    #3

    სტატისტიკა ვის აინტერესებს, 3 ქულა წამოიღონ თორე ლეგანესთან შარშან რო წააგეს ეგეთი თუ იკადრეს წელსაც არ გამიკვირდება მარა გასაწკეპლები იქნებიან. წელს თუ ლა ლიგა ზიდანმა წაიღო მართლა გამოვა რო როცა უნდა მაშინ იგგებს იმ ტურნირს რომელსაც უნდა. ყველაზე დოდოლა გუნდი იქნება ბარსა.

  • რაკეტა
    schedule 19 ნოე 2019, 20:44
    #2

    0-4 მესი , მესი გრიზმანი სუარესი.

  • BEQA BARCA
    schedule 19 ნოე 2019, 20:23
    #1

    ამ სტატისტიკებით ვერ განსაზღვრავ ვინ მოიგებს..