ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: ჩემპიონთა ლიგის მოგება იმიტომ მინდოდა, რომ ეს ფრაზა მეთქვა

ჟერარ პიკე: ჩემპიონთა ლიგის მოგება იმიტომ მინდოდა, რომ ეს ფრაზა მეთქვა

2014/15 წლების სეზონში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ტრიუმფით დასრულდა, “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე, კოლუმბიელი მომღერლის, კევინ როლდანის სიმღერის დროს ნასვამ მდგომარეობაში შენიშნეს – ეს იმ მადრიდულ დერბიმდე ერთი დღით ადრე მოხდა, რომელიც “რეალმა” 0-4 წააგო. ამის შემდეგ, კრიშტიანუს ჩავარდნა დაეწყო და მისმა გუნდმა “ბარსასთვის” დიდი კონკურენციის გაწევა ვეღარ მოახერხა. 

მაშინ, ჟერარ პიკემ “ბარსას” მიერ გამართულ ზეიმზე თავისი სიტყვა ამ ფრაზით დაიწყო: “მადლობა კევინ როლდანს”…

კატალონიელი მცველი Movistar+-თან ინტერვიუში ამ პერიოდს იხსენებს. 

“ამაზე მარტის შემდეგ ვფიქრობდი.

ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო იმიტომ მინდოდა, რომ ეს ფრაზა მეთქვა, ვიდრე თავად ტიტულის გამო”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 18 ნოე 2019, 15:15

    ეგ წაგებამდე კი არა, წააგეს 4:0 და მერე მოილხინა ბიჭმა

  • gio basi
    schedule 16 ნოე 2019, 12:15

    პიკუნია ვეღარ ქაჩავ ამ ბოლოდროს
    ცოტა გამოფხიზლება არ გაწყენდა
    აუ რა ფარჩაკების ხელშია ბარსელონა დღეს ვაფშე მოშლილია კლუბის მართვის მოდელი მიშვებულია ყველა ნებაზე

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2019, 00:19

    იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე რო ტიტულის მოგება საბლატაოდ გინდა და არა გუნდისთვის

  • nika 54
    schedule 15 ნოე 2019, 22:03

    მე მგონი გეშლებათ, რონალდუმ ეს თამაშის შემდეგ გააკეთა. რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა ესპანურ პრესაში. ანუ წაგების შემდეგ ატლეტიკოსთან 0-4, ისინი რესტორანში წავიდნენ როგორც ყოველთვის რონალდუს ახლო მეგობრები პეპე, მარსელო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. რონალდუს სიმღერა რესტორანში ვიღაცამ ჩაწერა და პირატულად გავრცელდა.