არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა, რომელიც დღეს 20.00 საათზე დაიწყება.
“მატჩის შემადგენლობა თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც 100%-ით ჯერ კიდევ არ არიან მზად. ჩვენ ბოლომდე დაველოდებით მათი მდგომარეობის შეფასებას.
ლაუტარო მარტინესი სრულიად მწყობრშია, ის პირველი ორი დღე არ ვარჯიშობდა, თუმცა ბოლო წუთამდე დავიცდით, რათა მისი მზადყოფნა დავადასტუროთ.
მესი – ის მოთამაშეა, რომლისგანაც ჩვენმა მეტოქემაც კი ბევრი უნდა ისწავლოს, ეს დიდი პლიუსია ჩვენთვის. ვისურვებდი, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღოს.
ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა მესის ნაკრებში ყოფნა.” – განაცხადა, სკალონიმ.




21:00ზეა თამაში და იმედია მესის დღე იქმება დღეს
დავაი ლომო დღეს უნდა გაუბაბანო ბრაზილიას
რომელ ნაკრებში არაა მესი სასურველი..😂😂
აბა თქვენ იცით დაღალეთ და დაამტვრიეთ. ნაკრებიდან როდის დაბრუნდა ბოლოს ჯანმრთელად და კარგ ხასიათზე აღარ მახსოვს. კახემირო და მილიტაო ბონუსს მიიღებენ ამის მოჩეხვისთვის