გავლენიანი სპორტული პორტალი – Bleacher Report აქვეყნებს იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ვარსკვლავურ ნაკრებს, რომლებმაც 2019 წელს კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთეს.
ლეგენდების ვირტუალურ ნაკრებში “ბარსელონას” 3 ყოფილი მოთამაშე მოხვდა, ესენი არიან: დავიდ ვილია, რომელიც “ბლაუგრანას” ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა, ლეგენდარული ჩავი ერნანდესი (1998-2015) და სამუელ ეტოო (2004-2009).
2019 წელს კარიერა ასევე დაასრულა: ეშლი კოულმა, დიეგო ფორლანმა, პეტერ ჩეხმა, რობინ ვან პერსიმ, ტიმ ჰოვარდმა, უესლი სნეიდერმა, არიენ რობენმა, კლაუდიო მარკიზიომ და ბასტიან შვაინშტაიგერმა.




ეშლი კოული რატო დგას გაბუტული ბავშვივით ცალკე?
მეც მინდოდა ძაან
როგორ მინდოდა ბავშობაში ტორესს ბარსაში ეთამაშა..ეჰ რა კლასნი ფორვარიდ იყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი აზრით (ნუ დიდი ხანი არ იყო პიკში უბრალოდ)
ძაან მაგარი ხალხი
ლივერპულისაც
ტორესი სად დაკარგეთ.
აქ 13 ფეხბურთელია სურათზე და ადმინმა რატომღაც 12 ჩამოთვალა, ვერ იცანით თუ მექანიკურად გამოგრჩათ შვაინშტაიგერის უკან ფერნარდო ტორესი, ატლეტიკოს და მერე ცოტა ხანი ჩელსის ფეხბურთელი.
ოლსტარი👌👌
ბიჭოო რა სასტავიაა