ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე: ისეთ მატჩს ველოდებით, როგორიც პრაღაში იყო

ერნესტო ვალვერდე: ისეთ მატჩს ველოდებით, როგორიც პრაღაში იყო

“სლავიასთან” მატჩის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ისეთ მატჩს ველოდებით, როგორიც პრაღაში იყო. “სლავია” თავისი სტილის ერთგულია, ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და მეტოქის ნახევარზე სახიფათოდ გადასვლა შეუძლიათ.”

“ეს გუნდი ყველგან ერთნაირად თამაშობს – მათ შეტევა უყვართ.”

“სეზონის დასაწყისში, გასვლით მატჩებში ცუდად ვთამაშობდით, შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ, ახლა (“ლევანტესთან”) კი ისევ წავაგეთ. გვინდა, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც “ლევანტესთან” მატჩამდე ვთამაშობდით.”

“ჩემი მოვალეობაა, ვიპოვო მიზეზები, თუ რატომ ვაგებთ თამაშებს.”

“როცა მარცხდები, დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია. იმ დღეს (“ლევანტესთან” მატჩში), მეტოქემ გოლი პირველივე დარტყმით გაგვიტანა. მანამდე თამაშს ვაკონტროლებდით. შეტევაში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, ეს უნდა გამოვასწოროთ.”

“მიიღებს თუ არა ხვალ დემბელე თავის გამოჩენის შანსს? შემადგენლობაში მოსახვედრად ყველა ფეხბურთელი იბრძვის, დემბელე გამონაკლისი არაა. მან მისი შანსები უნდა გამოიყენოს.”

“4-4-2 სქემაზე გადასვლა? ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ სამი თავდამსხმელი გვყავს და ეს ჩვენს სათამაშო სქემას შეესაბამება (4-3-3).”

“რამდენი ხნით იუქმებს ლუის სუარესი? ტრავმა სერიოზული არ არის. დიდი ალბათობით, ლუისი ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება.”

“დიდი სხვაობა სახლისა და გასვლით თამაშებს შორის? სეზონი ცუდად დავიწყეთ, შემდეგ გასვლითი მატჩები კარგად ჩავატარეთ, ახლა კი კვლავ დავმარცხდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სერია გაგრძელდება.”

“დე იონგი გუნდს ბევრ რამეს მატებს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა.”

“გრიზმანი გუნდს კარგად მოერგო. ის დიდ სამუშაოს ასრულებს, მან გოლებიც გაიტანა და ანტუანისგან კიდევ უფრო მეტს ველით.”

“რიკი პუჩი “ბარსელონას” იანვარში დატოვებს? რიკი ნიჭიერი ფეხბურთელია. ნათელია, რომ ის “ბარსაში” ითამაშებს, მაგრამ არ ვიცით, როდის. ნახევარდაცვაში ბევრი მოთამაშე გვყავს.”

“როცა მარცხდები, ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ხვდები, განსაკუთრებით ამ გუნდში. ეს გვაიძულებს, ცუდი მატჩის შემდეგ რეაგირება მოვახდინოთ.”

“ხვალინდელი მატჩი ჩვეულებრივზე ადრეა დანიშნული? ეს პრობლემა არაა.”

“დიახ, მართალია, რომ თამაშის ზოგიერთი ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ.” – დაასრულა ერნესტო ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “სლავიას” შორის ხვალ, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 04 ნოე 2019, 23:17

    ამის პრესკომფერეციაზე ერთ რამეს ვაკვირდები ახალს არაფერს ამბობს და ყოველთვის ისეთ თემებზე ლაპარაკობს რაც ისედაც ვიცით.აი თქვენც დააკვირდით უბრალოდ.ეს ცუდია და უნდა გამოვასწოროთ.ამან კარგად ითამაშა.ის გუნდს ადგება.აი თქვენც დააკვირდით და ნახეთ ახალი რა თქვა?

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 ნოე 2019, 22:46

    4-3-3 შტეგენი
    ალბა – უმტიტი – პიკე – სემედუ
    რაკიტიჩი – ბუსი – დე იონგი
    დემბელე – გრიზი – მესი

    შეცვლაზე: 4-4-2 შტეგენი
    ალბა – ლენგლე – პიკე – სემედუ
    არტურო- ბუსი – დე იონგი – ვიდალი
    მესი – გრიზი

    ზამენებს არ ვგულისხმობ ბოლო 5 ან 10 წუთზე შემოსვლას

  • BEQA BARCA
    schedule 04 ნოე 2019, 22:42

    ესე რო მწვრთნელი იტყვის თანაც ისეთ თამაშზე სადაც ძლივს მოვიგეთ ის წესიერ ჭკუაზეა??
    #OUTVALVERDE

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2019, 21:45

    ციტატა: Griezzy7
    დემბელე-გრიზმანი-მესი
    დე იონგი-ბუსკეცი-ვიდალი
    ალბა-უმტიტი-პიკე-სემედო
    ტერ შტეგენი

    ესეთი სასტავი თუდააყენა 4 ბურთიანი სხვაობით ვიგებთ smirk დაიმახსოვრეთთთთთ!


    ვიდალის მაგივრად არტური

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2019, 21:11

    ვაიი ერთი ხვალ მესი გრიზმანი დემბელეს ტრიო არ დაგიყენებია დედას მიგიცენზურებ