workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა საშინელი ტრავმა მიიღო

“ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა საშინელი ტრავმა მიიღო

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად “ევერტონში” მოთამაშე ანდრე გომეშმა, დღეს გამართულ შეხვედრაში საშინელი ტრავმა მიიღო.

“ევერტონსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა, როდესაც სტუმართა შემტევმა, სონმა, 26 წლის პორტუგალიელის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. შემდეგ, გომეში სერჟ ორიესაც შეეჯახა და საბოლოოდ მან ფეხი მოიტეხა. “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მისი მოტეხილობა ერთი შეხედვითაც კი მარტივად ჩანდა.

ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, გომეშის დაზიანების არც ფოტო და მითუმეტეს არც ვიდეომასალას არ გიჩვენებთ. გთავაზობთ მხოლოდ მომხდარში დამნაშავის, სონის რეაქციის სურათებს.

ანდრე გომეში “ბარსელონაში” 2016-2018 წლებში თამაშობდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან 78 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 ტიტული მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Johan Cruyff 14
    schedule 04 ნოე 2019, 10:17
    #8

    ძაამ შემეციდა ღმერთმა გამძლეობა მისცეს, სონიც ძაან ცუდ დღეში იქნება ეჰჰ ცუდია ეგეთი რაღაცეები რო ხდება

  • gurgenidze
    schedule 04 ნოე 2019, 09:30
    #7

    Rac me vnaxe sons mand naklebad miudzgvis wvlili magas memgoni dadgmis dros gadatyda eg tan potoc vnaxe kochis nawilshi aqvs travma..

  • neo222
    schedule 04 ნოე 2019, 08:49
    #6

    Andre gomeshi codoa. Sonma da mtlianad totenhemma magari auria wels

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2019, 02:45
    #5

    ციტატა: Andres_Iniesta

    ციტატა: M10 S9 D11
    აუ ფეხის სურათი ვნახე გული შემოწუხდა 180 გრადუსით აქვს მობრუნებული კოჭში


    ინტერნერში ვაფშე ტიტველ იფეხი დაიდო.
    რამდენად მართალია არ ვიცი

    მარაა საშინებელებაა


    ხო მეც ეგ სურათი ვნახე რა საშინელებაა

  • Hessi
    schedule 04 ნოე 2019, 01:43
    #4

    ვაახ რა ცუდია 🙁 სონიც ძალიან შემეცოდა ძაან კარგი ადამიანი ჩანს და როგორ განიცადა 🙁

  • Andres_Iniesta
    schedule 04 ნოე 2019, 01:42
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    აუ ფეხის სურათი ვნახე გული შემოწუხდა 180 გრადუსით აქვს მობრუნებული კოჭში


    ინტერნერში ვაფშე ტიტველ იფეხი დაიდო.
    რამდენად მართალია არ ვიცი

    მარაა საშინებელებაა

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2019, 01:30
    #2

    აუ ფეხის სურათი ვნახე გული შემოწუხდა 180 გრადუსით აქვს მობრუნებული კოჭში

  • Andres_Iniesta
    schedule 04 ნოე 2019, 01:21
    #1

    ფეხის ფოტო ვნახე დ აცუდად გავხდი ლამის
    თუ ვინმეს გინდათ პირადში ჩავაგდებ

    იმედია გამოვა მდგომარეობიდან

    სონიც არანაკლებ ცოდოა