workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის დე ლა ფუენტე: ანსუ ფატის განსაკუთრებული ნიჭი აქვს

ლუის დე ლა ფუენტე: ანსუ ფატის განსაკუთრებული ნიჭი აქვს

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე საუბრობს ანსუ ფატიზე, რომელსაც 17 წელი გუშინ შეუსრულდა.

ანსუ ფატის სანაკრებო დებიუტი ოქტომბერში შედგა მას შემდეგ, რაც მან ესპანეთის სახელით თამაშის უფლება მიიღო და პარალელურად, კარლეს პერესი 21-წლამდელთა გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როგორც ჩანს, არა მხოლოდ გულშემატკივრებზე, არამედ მწვრთნელზეც.

“ანსუ ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და ნელ-ნელა ის თავის მნიშვნელობას დაამტკიცებს. მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, რომლის წყალობითაც, როცა ამის დრო მოვა, ნაბიჯს წინ გადადგამს. როდესაც ფატიმ საჭირო დოკუმენტაცია მიიღო და მისი თანაგუნდელი ტრავმის გამო გამოგვაკლდა, არც კი გვიფიქრია, უნდა გამოგვეძახებინა თუ არა ის.

ვიცით, როგორი ნიჭიერია ანსუ და ვიცით ისიც, რომ ამ ასაკის ფეხბურთელისთვის ასეთი საფეხბურთო შესაძლებლობები ჩვეულებრივი მოვლენა არაა.” – დე ლა ფუენტეს სიტყვებს Sport ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 01 ნოე 2019, 16:53
    #3

    ძალიან ბევრს აქებენ და იმდენს იზავენ გაუყენებენ ბევრჯერ ნაქებთა კვალს

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2019, 14:46
    #2

    არვიცი არა, მესი დავინახე თუ არა ვთქვი ეს პელეს აჯობებს თქო. ანსუ, დემბელე, კოუტინიო ვერაფერს ვიტყვი, არ იგრძნობა მაგია როცა უყურებ.
    სულ სხვაა არტური, ფრენკი. იქ ჩანს. ნუ ეს ჩემი აზრია.

  • KING_BARCA
    schedule 01 ნოე 2019, 12:53
    #1

    ვნახოთ ვნახოთ… იმედია გაამართლებს…მე ცოტა მეეჭვება რო ეს გახდეს ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი… ესე ვფიქრობ…კარგინი იქნება თუ ესე გაამართლებს როგორც აქებენ ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები… წარმატებები ფატის….