“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – პუიოლის წინასამატჩო ინტერვიუ

“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – პუიოლის წინასამატჩო ინტერვიუ

კაპიტნის აზრით დღევანდელ თამაშში "რეინჯერსის” დამარცხების მთავარ იარაღად შეიძლება იქცეს სწრაფი გოლი. "უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს ბოლო მატჩებში” – განაცხადა პუიოლმა.

გლაზო "რეინჯერსისთვის” "ბარსელონასთან” საშინაო ფრე 0:0 კარგ შედეგად ითვლება. შოტლანდიელები ყველანაირად შეეცდებიან, რომ "ნოუ კამპზე” მინიმუმ ფრეს მიაღწიონ. კარლეს პუიოლმა კი კარგად იცის, თუ რა როლი ეკისრება შოტლანდიელთა დაცვას ამ თამაშში, "ჩვენ უნდა გავიტანოთ რაც შეიძლება მალე, რომ მეტოქე ვაიძულოთ გახსნილად ითამაშოს. მაგრამ არ არის ადვილი ყოველთვის შექმა საგოლე მომენტები, ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც თამაშობს ძალზე მჭიდრო თამაშს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ მათი დაცვის გარღვევას. ჩვენს წინა ხაზში ხომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ”.

პუიოლს ასევე სურს, რომ გუნდმა ითამაშოს ისეთივე კარგი თამაში, როგორც "ბეტისთან”. "ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და მივმართოთ პრესინგს” განაცხადა და დაამატა, რომ გუნდის ფილოსოფია არის "მოგება ლამაზი თამაშით”.

პუიოლის თქმით "რეინჯერსთან” გამარჯვება არის ძალზე მნიშვნელოვანი, "თუ ჩვენ მოვიპოვებთ სამ ქულას, ჩვენ გადავდგამთ გიგანტურ ნაბიჯს წინ. ჩვენ გვსურს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, რადგან ამ შემთხვევაში შემდეგ რაუნდში ჩვენ პირველ შეხვედრას გასვლაზე გავმართავთ”.

ბოლო თამაშებში პუიოლი თამაშობდა როგორც ცენტრალურ, ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მისის თქმით საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შესახებ ღებულობს მწვრთნელი, "მე მსურს დავეხმარო გუნდს და ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ ცენტრში თუ ფლანგზე. ამას წყვეტს ბოსი” – განაცხადა პუიოლმა.

რონალდინიოს შესახებ დასმულ კითხვაზე პუიოლმა უპსაუხა: "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იგი არის საჭირო ფეხბურთელი "ბარსასთვის”. ის დაუღალავად ვარჯიშობს ვარჯიშებზე და ბოლომდე იხარჯება თამაშებზე. მალე იგი ყველაფერს მოაგვარებს, ის ხომ მსოფლიოში საუკეთესოა”. როგორც ცნობილია ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში დიდი კრიტიკის ქვეშ მოყვა, რაზეც პუიოლი ამბობს: "კონსტრუქციული კრიტიკა კარგია, მაგრამ არა ისეთი, როგორც აკრიტიკებდნენ რონალდინიოს. ფეხბურთელი უნდა განსაჯო იმის მიხედვით, თუ როგორ თამაშობს იგი მოედანზე”.

კაპიტანმა თავისი პრესკონფერენცია დაასრულა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, "თუ გუნდი თამაშობს ცუდად, ეს ერთი რონალდინიოს კი არა, ჩვენი, ყელას ბრალია”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 14 ნოემბერი 2019 20:16
    0
    პუიოლი საუკეთესო.ა ა.ა.ა.ა.ა.ა.ა..ა.ა.ა...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "