workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლა ლიგა “კლასიკოს” 18 დეკემბერს დანიშვნას გაასაჩივრებს

ოფიციალურად: ლა ლიგა “კლასიკოს” 18 დეკემბერს დანიშვნას გაასაჩივრებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა “ელ კლასიკოს” 18 დეკემბერს ჩატარება გადაწყვიტა, ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ლა ლიგა “ბარსელონასა” და “რეალის” მოთხოვნას არ იზიარებდა და თავიდან 26 ოქტომბერს დაგეგმილი “კლასიკოს” 18 დეკემბრისთვის გადადების წინააღმდეგი იყო, რადგან ამ დღეს ესპანეთის თასის მატჩები იმართება. ლა ლიგას თამაშის 4 ან 7 დეკემბერს ჩატარება სურდა.

დღეს, ლა ლიგის სურვილის საწინააღმდეგოდ, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების პოზიციები გაითვალისწინა და “ელ კლასიკოს” თარიღად ოფიციალურად 18 დეკემბერი განსაზღვრა.

თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ლა ლიგა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამჟამად დოკუმენტაციის შესწავლა ხდება, რის შემდეგაც გადაწყდება, ვის წინააღმდეგ და სად უნდა შეიტანონ საჩივარი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 23 ოქტ 2019, 17:00
    #2

    ესენი იმდენს იზავენ მეორე წრეში ჩატარდება ორი კლასიკო ზედიზედ ან საბოლოოდ შეთანხმდნენ გადაწევაზე ან კიდე დააყენონ უკანალები და 26-ში ჩაატარონ როგორც დადგენილი იყო

  • BEQA BARCA
    schedule 23 ოქტ 2019, 16:41
    #1

    რას შეჭამეს ტვინი ვაა. ყოფილიყო თავიდანვე 26 ში და არაფერიც არ მოხდებოდა. აგენის სასამართლოების ჩატარებაში დამრთავდა ლა ლიგა და ესაა.