კლემან ლანგლე: “ელ კლასიკოს” გადადება საუკეთესო გამოსავალი იყო

კლემან ლანგლე: “ელ კლასიკოს” გადადება საუკეთესო გამოსავალი იყო

კლემან ლანგლე “ბარსელონას” ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ “ელ კლასიკოს” გადადების გადაწყვეტილებას ეთანხმება.

“კატალონიაში დიდი ხანია არ ვცხოვრობ, რის გამოც ბევრის არაფრის თქმა არ შემიძლია.

მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ – ბარსელონაში მიმდინარე პრობლემების გათვალისწინებით, თამაშის გადადემა საუკეთესო გამოსავალი იყო. გადაწყვეტილებას ლა ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია იღებენ და ჩვენ არაფერს ვწყვეტთ.

“კლასიკოს” ნებისმიერ დროს სათამაშოდ მზად ვარ.” – ციტირებს ლანგლეს სიტყვებს Marca.

კლემან ლანგლე “ბარსელონას” ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება თამაშის დათქმულ დროსა და ადგილას ჩატარება იქნებოდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • ana anukii
    20 ოქტ 2019, 00:01

    მართალს ამბობს როგორც ყოველთვის <3

  • SALIO
    19 ოქტ 2019, 23:02

    ლენგლე 'პროფესორა' stuck_out_tongue
    კი ვერ გაიგებ მარა დაცვაში თამაშს მოუმატე და უმტიტისგან ისწავლე რაღაცები.

  • M10 S9 D11
    19 ოქტ 2019, 20:45

    ისე რო დავფიქრდეთ კარგია რო გადადეს ნელ-ნელა იხოდება გუნდი და დეკემბრისთვის მოხოდილები ვიქნებით და გადავუვლით მონებს

  • Lebron James 6
    19 ოქტ 2019, 20:15

    დროა უმტიტის ძირითადში ადგილი გადაულოცო , ჯიგარო