ჯგუფური ეტაპი დასრულდა, მესი – არა!

ჯგუფური ეტაპი დასრულდა, მესი – არა!

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

პირველი ეტაპი “ბარსელონელების” გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა. ჯგუფში მხოლოდ რონალდ არაუხოს ურუგვაი ჩარჩა და ისიც, შესაძლოა, იმიტომ, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ბრაზილიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ინგლისმა თავიანთი ჯგუფები მოიგეს, ხოლო პორტუგალია და ეგვიპტე მე-2 ადგილზე გავიდნენ.

1/16-ფინალში “ბარსელონელების” გუნდების განრიგი ასეთია:

  • 29 ივნისი, 21:00, ბრაზილია-იაპონია
  • 30 ივნისი, 05:00, ნიდერლანდები-მაროკო
  • 01 ივლისი, 01:00, საფრანგეთი-შვედეთი
  • 01 ივლისი, 20:00, ინგლისი-კონგო
  • 02 ივლისი, 23:00, ესპანეთი-ავსტრია
  • 03 ივლისი, 03:00, პორტუგალია-ხორვატია
  • 03 ივლისი, 22:00, ავსტრალია-ეგვიპტე

“ბარსელონას” ფეხბურთელების გუნდები 1/16-ფინალში ერთმანეთთან არ იკვეთებიან და ყველა მათგანი წყვილის ფავორიტია. ეს ნიშნავს, რომ 1/8-ფინალში, შესაძლოა, შვიდივე ეს ნაკრები ვიხილოთ.

და რაც შეეხება მუდამ “ბარსელონელ” მესის… არგენტინელმა მორიგი რეკორდი დაამყარა და გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ 7 თამაშში გაიტანა. 39 წლის ლეგენდა იორდანიასთან თამაშში მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა, ოც წუთში კი ჯარიმიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მესი მოედანზეა, არგენტინელების მხრიდან მის გარდა გოლი ვერავის გააქვს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 6 გოლით ბომბარდირთა დავას სწორედ მესი ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 2-2 გოლით უსწრებს. 1/16-ფინალში არგენტინა კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 29 ივნ 2026, 23:59

    ეს კაცი თავად არის ფეხბურთი. არც აქამდე და არც მომავალში ასე ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს დარწმუნებული ვარ❤️❤️❤️ ლაპორტა შე ვირთხა, რამდენი ტიტულიც არ უნდა მოიგოს ბარსელონამ შენი პრეზიდენტობით, გავა წლები და მაინც იმ იდიოტ ნაძირლად შეხვალ ისტორიაში ვინც ამ სპორტის ისტორიაში საუკეთესო, ამ კლუბის აღზრდილი
    ადამიანი ფეხბურთი ატირებული გაუშვა გუნდიდან. ვერაფერი ჩამოგრეცხავს ამ სირცხვილისგან შე ღორის და ვირთხის ნაშიერო🐀🐷. წლების შემდეგ ყველა შენი ტყვილი დაპირება და თაღლითური სქემები გაიშიფრება და გინება და წყევლა ჩაგყვება საფლავში. მესის მარცხენა ფეხის ნეკა თითად არ ღირს მთელი შენი მატყუარა, თაღლითობაზე აგებული მყრალი ცხოვრება შე გნიდა არაკაცო🤮🤮🤮

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 28 ივნ 2026, 17:41

    მოაქ მეორე თასიც და ეგაა, ეგ კიარა ღმერთი სამობითააო 2030ზეც არ გაიწიოს 🤣🤣🤣🤣

    • levanoza
      levanoza ლეგენდა
      schedule 28 ივნ 2026, 22:10

      მაგათ ქვეყანაში ორობითადაა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 28 ივნ 2026, 16:51

    კიდევ დიდხანს არ დასრულდება

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 28 ივნ 2026, 14:09

    ისიამოვნეთ დატკბით ლეო
    მესით მეტი აღარ იქნება 🫂❤️❤️❤️

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 28 ივნ 2026, 11:02

    Პორტუგალიამ მაგარი გაიჩალიჩა ხორვატიას თუ გაცდნენ ესპანეთთან მოიჭიმებიან. იქით არგენტინა ინგლისი მოჩანს ნახევარფინალი

    • jack slater
      jack slater ლეგენდა
      schedule 28 ივნ 2026, 11:32

      გაცდება ინგლისი ბრაზილიას?🤔🤔🤔

      არგენტინას სასწაული თუ არ მოხდა პოლუფინალამდე არ უნდა გაუჭირდეს.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 ივნ 2026, 12:11

      მაგათ გუნდის ლიდერი ვერ ყავდათ მთლად ფორმაში, და რა უნდა ექნათ. თურმე ის სჭირს ლეგენდას რა ჰქვია ხოო გამახსენდა ასაკი.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 ივნ 2026, 13:24

      აპა რონალდუს უნდა 1000 გოლის დამრგვალება ჩემპიონობა და პირდაპირ მუნდიალიდან მიდის პენსიაზეო ტყუილია?

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 28 ივნ 2026, 09:25

    🐐🐐🐐🐐🐐

  • xavi-iniesta-messi
    xavi-iniesta-messi ლეგენდა
    schedule 28 ივნ 2026, 09:12

    ლეგენდა ლეგენდარულად ასრულებს კარიერას