2019/20 წლების სეზონის პირველ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით პირველი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც აქამდე გავრცელებული არაოფიციალური ცნობები დაადასტურა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა:
- ესპანეთის ლა ლიგამ ფეხბურთის ფედერაციას თამაშის 26 ოქტომბერს, მაგრამ არა ბარსელონაში, არამედ მადრიდში ჩატარება შესთავაზა. ეს ორივე კლუბმა იუარა. ფედერაციამ გადაწყვიტა, საკითხის ამგვარ გადაწყვეტაზე უარი ეთქვა;
- 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ “ელ კლასიკო” 26 ოქტომბერს აღარ გაიმართება. თავდაპირველად შეთავაზებული 18 დეკემბერი ლა ლიგამ დაიწუნა და თამაშის 7 დეკემბერს ჩატარების ინიციატივა წამოაყენა, რომელიც “რეალმა” არ მოიწონა;
- ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს უფლება მისცა ახალი თარიღი თავად შეარჩიონ. თუ ორშაბათს, 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათამდე კლუბები ერთმანეთში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს.
ამრიგად, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ “ელ კლასიკო” 26 ოქტომბერს აღარ გაიმართება.
ბიჭები ახალი ვარ.ვისკა ბარსა! უნდა მოვიგოთ
Ra ver shetaxmden arada 26ricxvs velodebi mteli guli movigebt rialtan Didi angarishit guli migrdznobs
რას ნიშნავს ნიკის გასწვრივ მინაწერები – "Culé" ან "ფანი" (მე ვფიქრობ რომ ერთი და იგივეა), და რას ნიშნავს ყვითელი ვარსკვლავი და კითხვის ნიშანი? რითი ანსხვავებენ საიტის მომხმარებლებს ერთმანეთისგან და რა კრიტერიუმებით ანიჭებთ მათ "Culé" ან "ფანი"-ებს?
ნუ, წევრი ვისაც უწერია ეს რა თქმა უნდა გასაგებია!
მაგ სტატუსის გასწვრივ აქვს კითხვის ნიშანი(სავარაუდოდ მხოლოდ დესკტოპ ვერსიაზე ჩანს, დარწმუნებული არ ვარ) და რომ დააჭერთ, წერია განმარტება რა რას ნიშნავს.
გაითვალისწინეთ: საიტის წესების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, თქვენი ყველა კომენტარი წაიშლება და სტატუსს შეინარჩუნებთ რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
სტატუსი დრო რეგისტრაციიდან კომენტარი
ახალბედა – –
წევრი 1 თვე 100
გულშემატკივარი 1 წელი 300
ფანი 3 წელი 500
Culé 5 წელი 2000
საიტის ლეგენდა 10 წელი 5000
აქაც ისე იზამენ როგორც რეალს აწყობს:დდ
რა მნიშვნელობა აქვს მაინც განადგურდებიან ნებისმიერ დროს
თემას არ ეხება, მაგრამ კითხვა მაქვს და გთხოვთ, ვინც იცით მიპასუხეთ:
რას ნიშნავს ნიკის გასწვრივ მინაწერები – "Culé" ან "ფანი" (მე ვფიქრობ რომ ერთი და იგივეა), და რას ნიშნავს ყვითელი ვარსკვლავი და კითხვის ნიშანი? რითი ანსხვავებენ საიტის მომხმარებლებს ერთმანეთისგან და რა კრიტერიუმებით ანიჭებთ მათ "Culé" ან "ფანი"-ებს?
ნუ, წევრი ვისაც უწერია ეს რა თქმა უნდა გასაგებია!
მაშინ რაც უფრო ახალი წლისკენ იქნება მით უფრო მეტი მუღამი და უკეთესი განწყობა იქნება მგონი