workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ხუან ბერნატი: ვფიქრობდი, რომ ნეიმარი პსჟ-დან წავიდოდა

ხუან ბერნატი: ვფიქრობდი, რომ ნეიმარი პსჟ-დან წავიდოდა

“პარი სენ-ჟერმენის” მარცხენა მცველის, ხუან ბერნატის თქმით, მას გაუკვირდა, რომ ნეიმარი სათამაშოდ ფრანგულ კლუბში დარჩა და “ბარსელონაში” არ დაბრუნდა.

გასულ ზაფხულში, ნეიმარს “ბარსელონას” აქტიურად უკავშრებდნენ. კატალონიელებმა პარიზელებთან მოლპარაკებები რამდენჯერმე გამართეს, მაგრამ კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ნეიმარი საფრანგეთში დარჩა.

“იმის გათვალისწინებით, რაც პრესაში იწერებოდა, ვფიქრობდი, რომ ნეიმარის წასვლის შანსი მეტი იყო, ვიდრე დარჩენის.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საბოლოოდ, მოვლენები ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდა. ნეიმარი, მბაპესთან ერთად, მოედანზე სხვაობას ქმნის. მან მოედანზე დაბრუნებიდან პირველივე თამაშში გოლი გაიტანა.” – ციტირებს ბერნატის სიტყვებს As.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward