პსჟ-ბარსა: მატჩისწინა მიმოხილვა – ვინ მოგვცა უიმედობის უფლება?!

პსჟ-ბარსა: მატჩისწინა მიმოხილვა – ვინ მოგვცა უიმედობის უფლება?!

როგორ გინდა, რამის იმედი გქონდეს? მაგრამ როგორ გინდა “ბარსელონას” გულშემატკივარი იყო და არაფრის იმედი არ გქონდეს? სხვა გზა არაა. დღეს ისევ უნდა მოვკალათდეთ ტელევიზორებთან და ისევ ისე ვუგულშემატკივროთ “ბარსას”, როგორც არასდროს. ვინ მოგვცა იმის უფლება, რომ “ბარსელონასი” არ გვჯეროდეს?!

ბოლო წლებში თუკი სადმე სიტყვა “ქამბექი” გაჟღერებულა, იქ ან “ბარსელონა” ფიგურირებს, ანაც “პარი სენ-ჟერმენი”. “ბარსელონა” ხან აქამბექებს, ხანაც აქეთ უქამბექებენ. “პარი სენ-ჟერმენის” დაქამბექებული კი ჯერ არავის უნახავს, პირიქით კი, იცოცხლე… სანამ პსჟ-ს “ბარსა” დაუქამბექებდა, საფეხბურთო სამყაროში ყველა ამბობდა, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა… “ბარსამ” მოახერხა. მალევე პსჟ-ს ლიგიდან გამოსაგდებად კიდევ ისეთი რამ გახდა საჭირო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, მაგრამ როდესაც საქმე ამ პარიზულ კლუბს ეხება, შეუძლებელი არაფერია – “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფერგიუსონის დრო გაიხსენა და დააქამბექა. ჯერჯერობით არ არსებობს ის მიჯნა, რომლის ქვევით, ესე იგი, ასე ვთქვათ, ანუ ის კრიტერიუმი, ან საზღვარი, რომლის ქვევით უკვე აღარ დაეცემა “პარი სენ-ჟერმენი”.

კარგად გვესმის, რომ აღარც სუარესი გვყავს, აღარც ნეიმარი და აღარც ინიესტა; ისიც გვახსოვს, რომ აღარც “პარი სენ-ჟერმენს” ჰყავს უნაი ემერი. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ არ არსებულა ჩამორჩენა, რომელიც “ბარსას” არ ამოუქაჩავს და ჯერ არ არსებულა ჩამორჩენა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენისთვის” არ ამოუქაჩავთ.

პირველი თამაში “კამპ ნოუზე” 1-4 გვაქვს წაგებული. დღეს მინიმუმ 4 გოლის გატანა გვჭირდება. შანსი იმ 1%-ზე ნაკლებია, 4 წლისა და 2 დღის წინ რომ გვქონდა. მაგრამ როგორც კუმანი ამბობს, თუ მესიმ მოინდომა, შეუძლებელი არაფერია!

სათამაშო ფორმა

ფორმა ორივე გუნდმა კარგი აკრიფა. “კამპ ნოუზე” გალაღების შემდეგ პსჟ-მ საკუთარ მოედანზე “მონაკოსთან” კი წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 3 გასვლითი შეხვედრა მშრალად მოიგო.

მშრალად მოგებას დაეჩვია “ბარსელონაც”. ზედიზედ 4 თამაში მოვიგეთ ისე, რომ გოლიც კი არ გაგვიშვია. კუმანის მწვრთნელობის დროს ასეთი რამ პირველად მოხდა. მაგრამ…

დანაკლისი

…მაგრამ “ბარსელონა” ასეთ შედეგს მხოლოდ მაშინ აჩვენებს, თუ 3 ცენტრალური მცველით თამაშობს. გუნდში ორად ორი სანდო ცენტრალური მცველია და დღეს არცერთი გვეყოლება. სიმართლე გითხრათ, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, დაცვის ცენტრში მინგესა-ლანგლე-უმტიტის ტრიო იქნება თუ მინგესა-ლანგლეს დუეტი. პირიქით, შესაძლოა, დუეტიც სჯობდეს, იქნებ შეცდომის დაშვების შანსმა დაიკლოს.

ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გაიჟღერა კიდეც ვერსიამ, რომ თუ არაუხო დროულად ვერ დაბრუნდა, კუმანი უმტიტის არ ენდობა და 4-3-3 ტაქტიკას დაუბრუნდებაო. არაუხო ვერ დაბრუნდა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს კუმანი.

არაუხოსა და პიკეს გარდა კოუტინიო, ფატი და რობერტო არ გვეყოლება.

“პარი სენ-ჟერმენს” მოისე კინი, ხუან ბერნატი და ნეიმარი არ ეყოლება. ბოლო ორი არც “კამპ ნოუზე” ყოფილა და ფრანგულ გუნდს ეს დანაკლისი არ დატყობია, კინმა კი ჩვენ კარში გოლის გატანა მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები

5 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი, 23 გატანილი და 20 გაშვებული გოლი – ასეთია “ბარსელონას” სტატისტიკა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ 12 შეხვედრაში. უპირატესობა გვაქვს, მაგრამ არა დიდად საამაყო. ხვალ შეიძლება ესეც აღარ გვქონდეს.

“ბარსელონას” პსჟ მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული იმ ანგარიშით, რომელიც დღეს აწყობს. ყველამ კარგად ვიცით, როდის და როგორ მოხდა ეს.

“ბარსელონას” ფრანგულ გუნდებთან სულ 26-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 14 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი აქვთ. “ბლაუგრანას” საფრანგეთის წარმომადგენელთან 2-ჯერ მოუგია იმ ანგარიშით, რომელიც დღეს აწყობს – ორივეჯერ “ლიონთან”, ორივეჯერ “კამპ ნოუზე”, ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, 5-2 (2009 წელს) და 5-1 (2019 წელს).

პსჟ-ს ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ 33 მატჩში 13 მოგება, 8 ფრე და 12 მარცხი დაუგროვდა. პარიზელებმა მხოლოდ ერთი წააგეს იმ ანგარიშით, რომელიც დღეს არ აწყობთ. საუბარი ისევ იმ ლეგენდარულ თამაშზე გვაქვს.

4 წლისა და 2 დღის წინ გამართულ იმ ისტორიულ მატჩში “ბარსას” მხრიდან მონაწილე 14 ფეხბურთელიდან დღეს “ბლაუგრანას” მაისურით ათს ვერ ვიხილავთ – ჟერარ პიკესა და სერჟი რობერტოს ტრავმები აქვთ; არდა თურანი, ანდრე გომეში, ლუის სუარესი, ივან რაკიტიჩი, ხავიერ მასკერანო და ანდრეს ინიესტა “ბარსელონაში” აღარ თამაშობენ; რაფინია და ნეიმარი კი სულაც პსჟ-ს ფეხბურთელები არიან. დარჩნენ ტერ შტეგენი, ბუსკეტსი, მესი და უმტიტი.

არბიტრი

შეხვედრას 42 წლის არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის.

ინგლისელი 2002 წლიდან მსაჯობს. 2009 წელს მას პრემიერ ლიგის მატჩები ანდეს, 2013 წელს კი FIFA-ს მსაჯის ლიცენზია აიღო და ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობაც დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგაზე ტეილორს 22-ჯერ უმსაჯია. მან 106 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

კარიერაში თამაშში საშუალოდ ნაჩვენები ყვითელი ბარათების (3.43) მიხედვით ენტონი ტეილორი პრემიერ ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის მე-6 ადგილზეა, ხოლო წითელი ბარათებით (0.14) – მე-7.

“ბარსელონას” მატჩში ენტონი მეორედ იმსაჯებს. პირველად ეს 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საბერძნეთში “ოლიმპიაკოსთან” გამართულ შეხვედრაში მოხდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

“პარი სენ-ჟერმენის” შეხვედრაში ტეილორს აქამდე 4-ჯერ უმსაჯია და ფრანგებმა ოთხივე თამაში მოიგეს, აქედან 3 მშრალად. ამ 4 მატჩში ინგლისელს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, ფეხბურთელი კი მოედნიდან ერთხელ გააძევა და ეს პსჟ-ს სასარგებლოდ გააკეთა.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 2 თამაში წაგებული აქვს. კატალონიელებს ამ ტურნირზე ზედიზედ 3 შეხვედრა არასდროს წაუგიათ;
  • “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 8-ში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 4 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის პარიზში გამართულ ხუთივე თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის ჩატარებული 12 თამაშიდან 9-ში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 8 მატჩიდან 7-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 3 მატჩში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 თამაშიდან 4-ში ანგარიში “ბარსელონამ” გახსნა;
  • პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში პსჟ-ს მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
  • როგორც “ბარსელონას”, ასევე პსჟ-ს ბოლო 9 თამაშიდან 7-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • პსჟ-მ ბოლო 9 თამაშიდან 7-ში ანგარიშის გახსნა მოახერხა;
  • პსჟ-ს ბოლო 8 თამაშიდან 6-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშში კატალონიური გუნდი ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ხვალ მოედანზე მოხდეს, ისაა, რომ აღმოჩნდეს, თითქოს შეხვედრის მოსაგებად ძალისხმევა დავიშურეთ.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

პსჟ (4-2-3-1): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, პარედესი, გეიე, დი მარია, ვერატი, მბაპე, იკარდი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი

SofaScore

პსჟ (4-3-3): რიკო, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, გეიე, პარედესი, ვერატი, დი მარია, იკარდი, მბაპე

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ბუსკეტსი, დესტი, დე იონგი, პედრი, ალბა, მესი, დემბელე

Marca

პსჟ (4-3-3): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, პარედესი, გეიე, ვერატი, დი მარია, მბაპე, იკარდი

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, უმტიტი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი

AS

პსჟ (4-3-3): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, ვერატი, პარედესი, გეიე, დი მარია, იკარდი, მბაპე

ბარსელონა (4-4-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი

Sport

პსჟ (4-2-3-1): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, პარედესი, გეიე, ვერატი, დი მარია, მბაპე, იკარდი

ბარსელონა (3-5-2):  ტერ შტეგენი, მინგესა, ლანგლე, უმტიტი, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportskeeda: 2-3
  • Sportsmole: 2-2
  • Squawka: 1-1
  • bwin: 3-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (19)

  • Bobi
    12 მარ 2021, 13:30

    დემბელეს უნდა მოამტვრიო ორივე ფეხი თორე თავისუფლად შეიძლებოდა ქამბექზე ფიქრი

  • Pedro González López
    10 მარ 2021, 18:04

    ყველაზე მაგარი ის არი რო უმეტესობას არც კი სჯერა ამ ქამბექის მაგრამ მაინც ამხელა ინტერესია მატჩის მიმართ 😃 "სააადღაც გულის სიღრმეშიიი, კუუთხეშიი, კუნჭულშიი" როგორც გვენცაძემ თქვა ყველას გვჯერა, მაგრამ არავის წარმოუდგენია რო ეს ნაღდად შეიძლება მოხდეს…

  • El pistolero 9
    10 მარ 2021, 17:30

    დღეს რო ამათ დავუქამბექოთ ხალიფას გული დაარტყამს

  • Beso Dvali
    10 მარ 2021, 17:27

    Miditt barsa gadaxsenit shuaze .ozebis gundiii

  • Barcaman12
    10 მარ 2021, 17:00

    მთავარია მოინდომონ, ბოლომდე იბრძოლონ და პრესინგი ითამაშოს აბსოლიტურად ყველამ, თუ მესიმ სიარული დაიწყო ვსიო, მესის პრესინგის ართამაშს მოჰყვრბა უმარტივესად პრესინგის დაღწევა და ბურთის დაჭერა მეტოქის მიერ, ამიტომ თუ უნდა გასვლა მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, აი ისე გვარდიოლას დროს რომ იყო

  • Johan cruyff13
    10 მარ 2021, 16:36

    ეჰ, უიმედობა.

  • forca barcA
    10 მარ 2021, 15:21

    იუვეს არაფერი შემადგენლობა არ ყავსLM10TheLegend,

  • MARADONA1968
    10 მარ 2021, 14:25

    ბარსა დღეს იგებს თან ქამბექით

  • LM10TheLegend
    10 მარ 2021, 13:22

    სადად 10 კაციანმა პორტომ მოახერხა გასვლა თან იუვენტუსთან რომელსაც ერთ ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ჩვენც შეგვიძლია ფულის მონებს მოვუგოთ 11 კაცით. უკარავად ბოდიშს გიხდით შემეშალა, 10 კაცით და ერთი უცხოპანეტელით wink

  • nika 54
    10 მარ 2021, 13:06

    ციტატა: I.S.
    გამოუსწორებელი მეოცნებეები ვართ ქართველები… რამდენი ანდაზა გვაქვს, ჩვენს ამ მდგომარეობას რომ შეესატყვისება:
    კაცი იმედით ცოცხლობს;
    ოცნებას კაცი არ მოუკლავს;
    წყალწაღებული ხავსს უჭიდებოდა;
    მესი მწამს, ლანგლე მაკვირვებს და ა.შ.😉


    ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო;
    რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო;
    გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო;
    ღმერთის იმედი გქონდეს მაგრამ ხელი შენც გაანძრიეო;

    ციტატა: Magician
    დღეს რომ "ბარსამ" დააქამბექოს, ხვალ, დილით, პარიზულმა გუნდმა კლუბის გაუქმების შესახებ განაცხადი უნდა შეიტანოს :დ


    კი ეგენი იზავენ მაგას, ერთი იუვემ ქნა გუშინდელი პაზორის შემდეგ, მეორე ეგენი იქნებიან.

  • me da barca
    10 მარ 2021, 12:44

    განსხვავება იმ თამაშსა (6:1) და დრევანდელს შორის სხვაობა ისაა, რომ მაშინ გვყავდა MSN და ინიესტა დღეს არა. მაშინ ვითამაშეთ გადაჭედილ კამპ ნოუზე, დღეს არა.
    იმედი არსებობს, შანსი ნაკლებად.

  • ბასქუ10
    10 მარ 2021, 12:19

    თუ 4-3-3 სქემით თამაშს გადაწყვეტს კუმანი შეტევაში გრიზმანის მაგივრად ტრინკაუ უნდა დააყენოს რადგან მას შეუძლია ხშირად გამწვავებაზე წასვლა, ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და იქნებ შედეგი გამოიღოს, გრიზმანი მოედანზე მინუს ერთი ფეხბურთელია ბარსასთვის, ათაშიერთხელ გამონათებით ბევრს ვერაფერს დაგვეხმარება, დემბელეს და ტრინკაუს შეუძლიათ ფლანგებიდან ბევრი მომენტის შექმნა, იქნებ საჯარიმოში მცველებიც კი წამოაგონ მოძრაობებზე და პენალტები მაინც აიკიდონ, თან პსჟ- არამგონია დაცვაში ჩაჯდომა გადაწყვიტოს და ვფიქრობ ტრინკაუს და დემბელეს ბევრად სწრაფად შეუძლიათ ბურთის წაღება ვიდრე გრიზმანს

  • forca barcA
    10 მარ 2021, 11:17

    რა გაღელვებთ? რა გვაქს დასაკარგი?8-2ზე უარესი რაღა უნდა იყოს? დავეტაკოთ და ვიბრძოლოთ რაღა აქვს გადასტანი ბარსას ქომაგს ნუთუ 10-2 რამე განსხვავებაა? მონდომება კი რაღაცა შედეგს გამოიღებს, მთავარია დღეს თითვეოულმა წნეხი მოიხსნას და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს.მე მჯერა და 90 წუთი მექნება ეს რწმენა.

  • M10 S9 D11
    10 მარ 2021, 10:38

    როგორ მინდა რო მჯეროდეს აი როგორ მინდა

  • I.S.
    10 მარ 2021, 10:22

    გამოუსწორებელი მეოცნებეები ვართ ქართველები… რამდენი ანდაზა გვაქვს, ჩვენს ამ მდგომარეობას რომ შეესატყვისება:
    კაცი იმედით ცოცხლობს;
    ოცნებას კაცი არ მოუკლავს;
    წყალწაღებული ხავსს უჭიდებოდა;
    მესი მწამს, ლანგლე მაკვირვებს და ა.შ.😉

  • Always cule
    10 მარ 2021, 10:21

    ციტატა: Magician
    დღეს რომ "ბარსამ" დააქამბექოს, ხვალ, დილით, პარიზულმა გუნდმა კლუბის გაუქმების შესახებ განაცხადი უნდა შეიტანოს :დ

    კი, აბა ასეთი ბარსა თუ დაგიქამბექებს რა უნდა ქნა

  • C.PC5
    10 მარ 2021, 10:21

    დღეს 2017 წელია აღარაა, აღარც ის გუნდი გვყავს მსოფლიოს რომ აზანზარებდა, აღარც მენტალიტეტი შერჩა ჩვენს გუნდს, აღარც პესეჟეა ხელწამოსაკრავი მეტოქე, დაჟე ეს თამაშიც კამპნოუზე არაა პარიზშია. თუმცა იმედი მაინც უნდა გვქონდეს და ჩვენს გუნდს ბოლომდე ვუგულშემატკივროთ!!! იმიტორო ბარსა ვართ და იმიტორო ქამბექების დიდოსტატები ზუსტად ჩვენ ვართ! ვისკა ბარსა!!! 🟦🟥

  • Magician
    10 მარ 2021, 10:10

    დღეს რომ "ბარსამ" დააქამბექოს, ხვალ, დილით, პარიზულმა გუნდმა კლუბის გაუქმების შესახებ განაცხადი უნდა შეიტანოს :დ

  • Always cule
    10 მარ 2021, 09:52

    უნდა დავაქამბექოთ! ვამოოს!
    უნდა იბრძოლონ ბოლო წამამდე