“ბარსელონამ” 2020/21 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და კატალონიელებმა სამი სატრანსფერო სამიზნეც განსაზღვრეს.
ESPN-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” “ნაპოლის” ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი, “ბეტისის” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი და ზაგრების “დინამოს” ესპანელი შემტევი დანი ოლმო მოინიშნა.
ფაბიან რუისს “ბარსელონა” დიდი ხანია აკვირდება. ცოტა ხნის წინ, ერიკ აბიდალი “ნაპოლის” თამაშს დაესწრო და 23 წლის შუახაზელზე კარგი შთაბეჭდილებაც შეიქმნა.
20 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ემერსონის უფლებების ნახევარი “ბარსელონას” ეკუთვნის. გასულ ზაფხულში, “ბარსამ” და “ბეტისმა”, ემერსონი “ატლეტიკო მინეიროდან” 12 მილიონ ევროდ შეიძინეს. კლუბებმა 6-6 მილიონი გადაიხადეს, “ბარსას” კი შეუძლია “ბეტისს” 6 მილიონი გადაუხადოს და ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაიბიროს. ამის შანსები იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ემერსონი ლა ლიგაში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
დანი ოლმოს “ბარსელონაში” დაბრუნების შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. ESPN-ს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა სამიზნეთა რიგებში მომდევნო ზაფხულშიც იქნება. ოლმო, რომელმაც არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, “ბარსელონას” აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა.
რაო ფატი გამოჩნდა და შემტევი აღარ გვინდაო? ძალიან ბევრს ხო არ ვაკისრებთ ამ 16 წლის ბიჭს? თუ მძუარესის იმედზე ვართ შემდეგ წელს? მესის ტრავმიანობა და ჩაგდებული თამაშების რაოდენობა მოინატებს სამწუხაროდ, ამიტო ამ დემბელეს პანჩური მიარტყით და ერთი ტოპ შემტევი დადეთ, რომელიც მესის ყოფნა-არ ყოფნის მიუხედავად ითამაშებს დონეზე. ფელიშის მყიდველები არ ხართ, სანჩოც ნაკლები შანსია, ვინმე მაგარი დაიდოს, მოვიდეს ახალი მწვრთნელი და იმის გემოვნებით დემბელეს ფასში დაიდოს ვინმე. ოლმოებით და რუისებით ვერაფერს ვიზამთ.
ადმინ ემერსონი მარჯვენა მცველია და არა მარცხენა. რაც შეეხება რუისს ძაან დონეა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში. რუისი და ნეიმარი მოიყვანონ ამ ზაფხულს მეტი არავინ არ გვინდა. პერესი და პუჩი დააწინაურონ. გაუშვან: სუარესი რაკიტიჩი კოუტინიო ვიდალი რობერტო. დემბელე დატოვონ სკამისთვის იდეალური ფეხბურთელია. ნეიმარი გრიზმანი მესი ძირითადი სკამი პერესი დემბელე და ფატიც თუ რამე. ფატი უნდა გადაიყვანონ ბარსა ბში ჯერ მაგისთვის ადრე პირველი გუნდი ასე ვფიქრობ დახვეწა ჭირდება კიდე აი 18-19 წლის რო გახდება მერე დააწინაურონ.
ნეიმარი ვან დე ბეეკი ფაბიან რუისი ეს სამი დაითრიონ და რაკიტიჩი ვიდალი სუარეზი და დემბელე გაუშვან
ერთი დე ბეეკი იყიდეთ მაგ სამი კაცის ყიდვას ჯობია გუნდისთვის
ამ სამიდან ფაბიან რუისია მარტო საჭირო ისეც გეგმა ბ უნდა იყოს იმიტომ რო როცა დონი ვან დე ბეეკი არსებობს პრიორიტეტი ფაბაინ რუისი არ უნდა იყოს ის ორი კიდე არაფერში არ გვჭირდება
ცენზურა ვალვერდეს ტრანსფერი როდისაა??
ანუ, შუა ხაზზე ყავთ ბუსკეტსი და გასაშვები რაკიტიჩი-ვიდალი, რაც შეეხება ახალგაზრდებს: დე იონგი-არტური-ალენია-პუჩი-კოლადო, რომლებიც სერიოზული ძალა იქნება მალე
ვინგერის პოზიციაზე – პერესი და ფატი, კიდევ ის მკვდარი დემბელე, რომლისათვის ცოტა შანსის მიცემა კიდევ შეიძლება
მარცხენა ფლანგზე ფირპო გუშინ იყიდეს და იქნებ უმატებს?!
რომ მოიყვანონ, სად უნდა ათამაშონ, ვის ამოაგდებენ ძირითადიდან?!
ვაი უბედურო ბარსელონა საით მიექანები
ფაბიანი ბეტისიდან უნდა ეყიდათ ახლა ნაპოლი მაგას გაოთხმაგებულ ფასში თუ გაუშვებს
დავბრუნდი აზზეხართ სამი დღეა ბანი მადევს
ცნობილი ესპანური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერების" თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს იმედი აქვს, რომ ხვალინდელ ჯახში მესი-სუარესი-გრიზმანის შემტევ ტრიდენტს გამოცდის. წყაროს თანახმად, სამედიცინო შტაბმა ლიონელს მწვანე შუქი აუნთო და არაა გამორიცხული ის სასტარტო თერთმეტულშიც ვიხილოთ.
Sastartoshi tuara skamze uejveli unda iyos 👑👑👑