“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი, ორ დღეში “კამპ ნოუზე” ბრუნდება. ის კატალონიურ გუნდს “ინტერის” მაისურით დაუპირისპირდება.
“სახლში “ბარსელონა” განსაკუთრებით ძლიერია, აქ მეტი თავდაჯერება აქვთ. მნიშვნელობა არა აქვს, ორი შანსი გვექნება თუ ერთი, არ შეიძლება, რომ ეს არ გამოვიყენოთ.
აქ “იუნაიტედთან” ერთადაც ვითამაშე და სამი თუ ოთხი მომენტი გავაფუჭეთ. მეტოქე ამას არ გპატიობს და უეცრად, 0:3-ს აგებ”. – ამბობს ჩილელი შემტევი მატჩის წინ.
სანჩესი “ბარსას” რიგებში 2011-14 წლებში გამოდიოდა. შემდეგ, ის “არსენალში” გადავიდა, საიდანაც “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა, წელს კი, იჯარით, “ინტერის” ღირსებას იცავს.




ვირჯილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მბაპპე ჩემი ოცნებაა
ეხლაც ამოიტენებით 2-3 გოლით
რაღაც მოხშირდა ფოტოები მბაპეს და ვირჯილას ბარსას ახალი მაისურებით 🔵🔴👍🏼
თუ არგადაგიაროთ