ტომას ვერმალენი ისევ ტრავმირებულია

ტომას ვერმალენი ისევ ტრავმირებულია

პრობლემებს "ბარსელონას" უკანა ხაზში კიდევ ერთი შეემატა. ბელგიისა და შვეიცარიის შეხვედრის 73-ე წუთზე ტომას ვერმალენმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ფეხბურთელი ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში დაშავდა. მას მეტოქის თავდამსხმელის პრესინგის გამო ბურთის უკან დაბრუნება მოუწია, პასის გაკეთების დროს კი მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო და მაშინვე შეცვლა მოითხოვა. ბელგიელი ცენტრალური მცველი ექიმებთან ერთად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

ჯერჯერობით მის დაზიანებაზე ზუსტი ცნობები არ ვრცელდება, მაგრამ თუ ეს ის ტრავმაა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, მას შესაძლოა 2-3 კვირა გაუცდეს. შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. დაცვის ერთ-ერთო ლიდერი, სამუელ უმტიტი ასევე ტრავმირებულია და შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს.

ვერმალენის ტრავმებისკენ მიდრეკილება ყველასთვის ცნობილია და ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მუშაობა მატიას დე ლიგტის ტრანსფერზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    bembele
    სტუმარი [?]
    #4 13 ოქტომბერი 2018 12:13
    1
    აუ ესს ვინაა რა ტვინი წაიღო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ოქტომბერი 2018 11:00
    1
    ეჰ მაგრად კი მევასება მარა ვერ ვიქნბით ამის იმედზე
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2018 10:49
    1
    დე ლიხტი მოიყვანეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2018 09:12
    0
    Gaagdet vermaeleni. Tyuila uxdit xelfass bl
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️