რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადასვლაა. თუმცა, თუ ინფლაციასაც გავითვალიწინებთ, ყველაფერი ასე მარტივად არაა.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დათვლებით, ინფლაციის გათვალისწინებით ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხბურთელად ხან დიეგო მარადონა დაასახელეს, ხან რომარიო, ხან რონალდო და ხანაც კრიშტიანუ რონალდუ. ბოლო კვლევის შედეგები კი ალბათ ყველასთვის გასაოცარია. თუ TotallyMoney-ს დავუჯერებთ, ინფლაციის გათვალისწინებით, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 1992 წელს ჯანლუკა ვიალის “სამპდორიადან” “იუვენტუსში” 14.9 მილიონ ფუნტად გადასვლაა.
ათეულში “ბარსელონა” 2-ჯერაა ნახსენები. ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო რომარიოს პსვ-დან “ბარსაში” ტრანსფერი – მეოთხეზე.
გთავაზობთ TotallyMoney-ს ვერსიით ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს.
| # | ფეხბურთელი | საიდან | სად | როდის | რამდენად | დღევანდელი ფასი |
| 1 | ჯანლუკა ვიალი | სამპდორია | იუვენტუსი | 1992 | £14.900.000 | £209.000.000 |
| 2 | ნეიმარი | ბარსელონა | პსჟ | 2017 | £200.000.000 | £202.000.000 |
| 3 | კრიშტიანუ რონალდუ | მანჩესტერი | რეალი | 2009 | £84.600.000 | £195.000.000 |
| 4 | რომარიო | პსვ | ბარსელონა | 1993 | £10.800.000 | £167.000.000 |
| 5 | გარეთ ბეილი | ტოტენჰემი | რეალი | 2013 | £90.900.000 | £167.000.000 |
| 6 | რიო ფერდინანდი | ლიდსი | მანჩესტერი | 2002 | £41.400.000 | £159.000.000 |
| 7 | ზინედინ ზიდანი | იუვენტუსი | რეალი | 2001 | £69.800.000 | £158.000.000 |
| 8 | რონალდო | ინტერი | რეალი | 2002 | £40.500.000 | £155.000.000 |
| 9 | ალან ბოკსიჩი | მარსელი | ლაციო | 1993 | £9.900.000 | £153.000.000 |
| 10 | ჟან-პიერ პაპინი | მარსელი | მილანი | 1992 | £10.800.000 | £152.000.000 |
სისულელეების გადმობეჭდვას შეეშვით, ჯობია ისევ ფეხბურთზე წეროთ.