ლუის სუარესი, რომელმაც ტრავმა “სან მამესზე” მიიღო და გამოტოვა ორი თამაში “ბეტისისა” და “ოსასუნას” წინააღმდეგ, მოედანზე “ვალენსიასთან” მატჩისმე-60-ე წუთზე დაბრუნდა.
იმ მომენტისთვის “ბარსელონა” მეტოქეს 3-1 ამარცხებდა, ანსუ ფატის, ფრენკი დე იონგისა და პიკეს გოლებით. ურუგვაელმა პირველი გოლის ავტორი შეცვალა და 61-ე წუთზე “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, სილესენს გაუტანა.
სუარესმა გოლი ლუის ენრიკეს შვილს, ქსანას მიუძღვნა, რომელიც სკოლა Delfi-ში, მისი ქალიშვილის კლასელი იყო. ურუგვაელმა თითებით ქსანას სახელი “X”-ით გამოსახა.




არ მიმიქცევია ყურადღება და თურმე რას ნიშნავდა დასაფასებელია სუასგან მსგავსი რამ
ბრავო სუა ბრავოოო