FourFourTwo-სთან ერთად ლიონელ მესი “ლევერკუზენისა” და “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრების გარდა 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებსაც შეეხო.
ოლიმპიური ჩემპიონატი, ფინალი, 2008 წლის 23 აგვისტო, არგენტინა – ნიგერია
“სერხიო აგუეროსთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს. ახალგაზრდობაში ერთად ბევრ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით, ეროვნულ გუნდში. ბეიჯინგში მოგზაურობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ნათელი წერტილია.
ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ღონისძიებაა – გეძლევა შანსი მოუტანო შენს ქვეყანას ოქროს მედალი და იყო მონაწილე იმ მასშტაბური პროექტისა, რომელშიც სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებული ათლეტები მოღვაწეობენ.
მთელი ტურნირი საოცარი იყო. ბრაზილიის ნაკრები 1/2-ფინალში 3:0 დავამარცხეთ – შესანიშნავად მოასპარეზე ძლიერი გუნდი. ასევე, მოვუგეთ ჰოლანდიასა და ნიგერიას. ორივე შეხვედრა ურთულესი გამოდგა. ფორმის პიკში უნდა ვყოფილიყავით, რათა პირველობა გვეზეიმა.
დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოქროს მედლის მოგება შეგვეძლო. გუნდში ერთიანობა სუფევდა. დასაწყისიდანვე გვჯეროდა წარმატების”.