“ბარსელონას” ახალწვეული პედრი “კამპ ნოუს” პირველად ეწვია. ერიკ აბიდალმა და პატრიკ კლუივერტმა ახალგაზრდა მოთამაშეს ყველაფერი დაათვალიერებინეს.
მიმდინარე სეზონს 16 წლის ნახევარმცველი “ლას პალმასში” დაასრულებს. პედრი დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს. მან ლა ლიგა 2-ში უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა.
ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 5 მილიონი ევრო დაუჯდა.