"ბარსელონა" და ბუსკეტსი ბოლომდე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

"ბარსელონა" და ბუსკეტსი ბოლომდე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

"ბარსელონას" ერთ-ერთ ლიდერთან, სერხიო ბუსკეტსთან, ახალი კონტრაქტის თაობაზე, საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არაა, მაგრამ ივარაუდება, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

Marca-ს ინფორმაციით, დარჩენილია მცირე დეტალების დაზუსტება. მთავარ საკითხზე, ანაზღაურებაზე, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ბუსკეტსის ხელფასი ლუის სუარესისა და ჟერარ პიკეს ანაზღაურებას გაუტოლდება. მათზე მაღალი ხელფასი კი მხოლოდ ლეო მესის აქვს. ბუსკეტსისთვის ანაზღაურების მომატება გუნდიდან ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სერხიოს მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლამდე აკავშირებს (2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით). მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, რომელიც 500 მილიონამდე გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.