workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სემედუს წასვლის შემთხვევაში, “ბასელონა” ემერსონს დაუკავშირდებოდა

სემედუს წასვლის შემთხვევაში, “ბასელონა” ემერსონს დაუკავშირდებოდა

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ ზაფხულს, “ბარსელონა” აპირებდა “კამპ ნოუზე” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი დაებრუნებინა.

“ბარსელონას” უკანა ხაზის დაზღვევა მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ სემედუ პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

კატალონიელები “ბეტისთან” აპირებდნენ დაკავშირებას იმისთვის, რომ ემერსონი უკან დაებრუნებინათ.

ორივე ესპანური კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, სანამ არ გახდა ცნობილი, რომ სემედუ საბოლოოდ “ბარსაში” რჩებოდა.

“ბარსელონამ” ემერსონი იანვარში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი ორწლიანი იჯარის წესით იგი “ბეტისში” გაანათხოვრა.

მოლაპარაკებები ძალიან საინტერესო იყო, რადგან ზემოთხსენებული გუნდების გარდა აქტიურობდა “იუვენტუსიც”, თუმცა საბოლოოდ ტურინელებმა “მანჩესტერ სიტისგან” დანილო შეიძინეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2019, 00:08
    #2

    არსად არ წავა კაცო სემედუ

  • Don_Andresito
    schedule 09 სექ 2019, 19:38
    #1

    ნაღდია რაც აქ წერია? 2 წლიანი იჯარაო? მე სხვანაირად ვიცი. იყიდა ბარსამ 12 მილიონად და 1 წლლით გაუშვა ბეტისში. საერთოდ არ ათამაშეს თითქმის 6 თამაში ჩაატარა მარტო და ბარსამ დაიბრუნა უკან. მერე ბეტისმა გადაიხადა 6 მილიონი და იყიდა. ბარსამ კიდე გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. მაგაზე დასცინეს კიდეც რო 12 ად ნაყიდი კაცი 6 ად გაყიდეს. წელს გუნდის შემოსავლებში ემერსონში აღებული 6 მილიონიც ფიგურირებს. მიყიდეს იმიტო რო სათამაშო დროს არ აძლევდა კრისა გუნდი იქამდე სანამ არ დაიბევეს. აბა რეალის იგროკი ყოფილიყო.. მოკლედ ამ ბოლო დროს თამაშობს და ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მარა სემედოს გაყიდვა და ამის მოყვანა სისულელე იქნებოდა.