სეზონი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა და წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი და დაძაბული სატრანსფერო ფანჯარა გველის.
Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, “ბარსელონას” ბოლო წლების ტრანსფერებში 160 მილიონით მეტი აქვს დახარჯული, ვიდრე ნაშოვნი.
2020/2021
ამ სეზონში გუნდმა 111 მილიონი ევრო დახარჯა, რის ხარჯზეც გუნდში პიანიჩი (60 მლნ), ტრინკაუ (30 მლნ) და დესტი (21 მლნ) მოვიდნენ, მიღებით კი კლუბმა 154 მილიონი მიიღო (წავიდნენ არტურ მელო, სემედუ, სუარესი, რაკიტიჩი და სხვები).
2021/2022
ეს სეზონი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. “ბარსელონამ” მხოლოდ და მხოლოდ 1 მილიონის მოგება ნახა (დაიხარჯა 69 და შემოვიდა 70). ფასიანი ტრანსფერებიდან გუნდში ფერან ტორესი (55 მლნ) და ემერსონ როიალი (14 მლნ) მოვიდნენ, წასვლით კი ისევ ემერსონი, ფირპო, ტოდიბო და სხვები წავიდნენ.
2022/2023
ამ სეზონში გუნდმა ფინანსურად უდიდესი წაგება ნახა, რადგან 158 მილიონი დაიხარჯა, რაც მხოლოდ 39 მილიონი ევროთი კომპენსირდა. გუნდში რაფინია (58 მლნ), კუნდე (50 მლნ) და ლევანდოვსკი (45 მლნ) მოვიდნენ. რაც შეეხება წამსვლელებს, ისინი ობამეიანგი, კოუტინიო, დეპაი და სხვები გახლდათ.
2023/2024
მიუხედავად წინა სეზონის ჩავარდნისა, ამ ეტაპზე კლუბმა 60 მილიონი ევროს მოგება ნახა, რადგან დაიხარჯა 40 და მიღებულ იქნა 100 მილიონი. გუნდი ამ სეზონში დემბელემ, გრიზმანმა, კესიმ და სხვებმა დატოვეს, მოსვლით კი ვიტორ როკე და ორიოლ რომეუ მოვიდნენ.
მოკლედ, ბოლო წლებში “ბარსელონას” სეზონურად ყველაზე მეტი 2022/2023 წლებში აქვს დახარჯული (160 მილიონამდე), რაც სატიტულო დონეზე ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგებით კომპენსირდა.
თუ ლოგიკურად შევაფასებთ და დანახარჯის ძირითად თანმიმდევრულობას დავაკვირდებით, “ბარსელონამ” დამდეგ ზაფხულს ერთი ან ორი კარგი ტრანსფერის განხორციელება უნდა შეძლოს (პიანიჩის, ფერან ტორესის, რაფინიას და სხვების მსგავსად), უმეტესად კი საუბარი საყრდენი პოზიციის გაძლიერებაზეა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კლუბს ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად გვიდო როდრიგესს უკავშირებენ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. ამდენად, არის შანსი, რომ საყრდენის პოზიციაზე გუნდმა გვიდო უფასოდ დაიმატოს, არსებული კაპიტალი კი სხვა პოზიციის გაძლიერებისთვის გამოიყენოს.
შენიშვნა – სტატისტიკაში უმნიშვნელო და მცირეშემოსავლიანი ტრანსფერები არაა შეტანილი.
რამდენის დახარჯვის მოლოდინი უნდა გვქონდეს
და რამდენი გვინდა? მე მგონი თავიდან 1 მილიარდიც გვეყოფა. მიდი ლაპო მიაწექი.
ძაან არმინდა დაცვას მოაკლდეს რომელიმე. (კრისტენსენის ჩათვლით)
არაუხო კუნდე კრისტენსენიდან ერთერთი რომ გაიყიდოს არაა საგანგაშო მდგომარეობა ამოვწევდით ფაიეს.
არაუხო უნდა წავიდეს, უკვე მერამდენე თამაში ჩააგდო. ეგ გონებით უკვე ბაიერნშია, რომელიც ეხლანდელზე მეტ ხელფასს დაპირდა. ტიტულები კიდევ ცალკე პრემიალურებთან ერთად. ოღონდ ნუ იტყვით ეხლა ბავშვობიდან კულეა და არ წავაო.
ეს მოძალადე მორწმუნეები ათეისტებზე ბევრად უარესები ხართ, თქვენნაირებმა გააკრეს ჯვარზე იესო
გვიდო თუ მოვიდა ალბათ შემტევში დახარჯავენ დიდ თანხას.
გვიდო თუ მოვიდა ალბათ შემტევში დახარჯავენ დიდ თანხას.
და რა პრობლემა არის, თუ ვინმე ათეისტია? ვიღაცას სწამს, ვიღაცას – არა.
ალაჰო აკბარ!!!
მე დღეს მთელი დღე გასული ვიყავი, და მხოლოდ ახლა მაქვს წვდომა ამაზე, მართალი ხარ ძმაო რათქმაუნდა
ქრისტე აღსდგა!
და რა პრობლემა არის, თუ ვინმე ათეისტია? ვიღაცას სწამს, ვიღაცას – არა.
ასე მგონია თავს იშტერებენ და აქეთ გვაშტერებენ როცა გვიდოებს და რომეუებს დასდევენ რო ვითომ ფული არააო.
დეიონგისნაირ ხალხს თუ გავყიდით, პლუს გაიჯარებულებს და ვიღაცა ტორესებს თუ მივამატებთ, რანაირად არ შემოვა ფული ნუ გამაგიჟეთ და მაგ ფულით როგორ ვერ გავაკეთებთ 1-2 ნორმალურ ტრანსფერს.
ასე მგონია ბორდში თავისივე უნიათობის გამოა რო ვერაფერს აკეთებენ და ბოლოს ფინანსებს აბრალებენ თორე როგორ დავიჯერო რო გუნდმა თუ 200 მილიონი შემოიტანა, უფასო ტრანსფერების მეტი ვერაფერი გაკეთდება.
ამას ისიც ემატება რო ვერ ახვევინებენ ვიღაცეებს და წესიერად ვერ უდგებიან თორე გუნდის 3/4 გასაყიდია. გავის, იამალის, კუბარსისა და ფორტის გარდა ჩემთვის ყველა ხელშესახებია ხოდა რამენაირად ისე უნდა მოაყომარონ რო ვიღაცეები დაარწმუნონ წასვლაში.
ან ისე როგორ აკეთებენ ვერავის რომ ვერ აგდებენ ხოლმე, იქამდე ის უმტიტი და ლენგლე ვერ მოვიშორეთ, ახლა ტორესი და რაფინია არ მიდიან, ანუ რით ვერ შეიგნეს რო ეგეთი სამოთხე პირობები არ უნდა შეუქმნან ამ დედა აფეთ*ებულებს ან მარტო მშრომელი და პრინციპული ხალხი მოიყვანონ, რომელთაც მხოლოდ მოგებები, ტიტულები, რეპუტაცია და ფეხბურთი ადარდებთ.
იმენა *ირები გვყავს ამ ბორდში და მთელი კატალონიის ადგილზე ვაბშე ყველას კინწისკვრით მოვისვრიდი, არ გადაიჯვეს თავზე მართლაა…რას გავს ეს გუნდი, ჟირონა რო ორჯერ გაპარტახებს რომელ ჩლს ფინალზე უნდა გქონდეს პრეტენზია და ამათ რო კითხო გვიდოს მეტი არ მოყავთ.
ფუ მართლა.
ამათმა თუ წელსაც ჩაიჯვეს და ნორმალური ტრანსფერი ვერ გააკეთეს, საერთოდ აღარ ავიშლი ნერვებს ამათზე და მერე ალბათ ფანობასაც შევეშვები.
მარტო თამაშის და ფეხბურთელების პრობლემა რომ იყოს კიდე ვინ ჩივის, რაღაცა გამოსწორების იმედი მაინც გექნება, მარა ყველგან რო სიმსივნესავით მოდებულია ეს პრობლემები და კაის ნაცვლად ყველა რო ცუდს აკეთებს, რას გინდა რო ჩაეჭიდო?!
საფეხბურთო სირცხვილი გავხდით მართლა..
პ.ს. რა გამარჯვებულის მენტალობაზე ვწერთ ხოლმე აქ ვაბშე სად ვბანაობთ. ჩავი რო ლევანას სკამზე მოსმას ვერ უბედავს ზუსტად მანდ ჩანს რა ჩაკუკული ბორდი გვყავს რო ანალოგიურად ვიღაცეებს გაჯმეინებას ვერ უბედავენ და ეს ვიღაცეები მერე თავზე გვაზიან, გვწურავენ მილიონებს და ამასობაში ყველა კაი ტალანტი ვიღაცა არაბებს მიყავთ.
აბა მიდი და პერესს გაუბედე ეგ ამბები, მარტო ორჯერ გაექცა აზართან და ბეილთან მიმართებაში, მარა მაგას იქეთ რონალდუ არ მიაბუნძულა? ბენზემა და ისკოები არ გაუშვა? აგერ მთელ ესპანეთს არ მართავს?
ან ის როგორ ვთქვა რომ ამათ სიქათმეს იმათი მაფიოზობა მირჩევნია..
ძაან არმინდა დაცვას მოაკლდეს რომელიმე. (კრისტენსენის ჩათვლით)
არაუხო კუნდე კრისტენსენიდან ერთერთი რომ გაიყიდოს არაა საგანგაშო მდგომარეობა ამოვწევდით ფაიეს.
ერთ-ერთი ნახევარ მცველი უნდა გავყიდოთ და ვიყოდოთ საყრდენი ასევე გავყიდოთ ფერან ტორესი ან რაფინია და კვარა მოვიყვანოთ მემგონი არარი ცუდი ქართველს
რო შენ საყვარელ გუნდში ხედავ მაგარია
ძაან არმინდა დაცვას მოაკლდეს რომელიმე. (კრისტენსენის ჩათვლით)
წელს ვფიქრობ 1-2 ძვირიანი ფეხბურთელი დაგვტოვებს და 1-2 იც მაღალ ფასიანი მოვა