ტიაგო სილვა: ღმერთს მადლობა, ნეიმარი დარჩა

ტიაგო სილვა: ღმერთს მადლობა, ნეიმარი დარჩა

როგორც იცით, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” აქტიურად ცდილობდა “პარიზ სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ნეიმარის შეძენას. საბოლოოდ, ბრაზილიელი თავდამსხმელი “კამპ ნოუზე” არ გადაბარგდა, რამაც მისი თანაგუნდელი, ტიაგო სილვა გაახარა.

“ღმერთს მადლობა, ნეიმარი დარჩა. ყველამ იცის, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, საოცარი ფეხბურთელების გარეშე კი საწადელს ვერ მივაღწევთ. ბრაზილიელის წასვლა პსჟ-სთვის უდიდესი დანაკარგი იქნებოდა.“-მოჰყავს სილვას სიტყვები Goal-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ნეიმარის ტრანსფერს მომდევნო ზაფხულში დაუბრუნდება. არაოფიციალურ ცნობებს თუ დავეყრდნობით, 2020 წლისთვის კატალონიელებს ყოფილი ფორვარდის დაბრუნება 170 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    09 სექ 2019, 01:15

    მართლაც რო ღმერთს მადლობა

  • Amaterasu
    08 სექ 2019, 19:30

    სუ მისით დარჩა