“ბარსელონას” ქალთა გუნდის მეკარე სანდრა პანიოსი აცხადებს, რომ მის გუნდს ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მადრიდის “ატლეტიკოსთან” აქვს და არა “რეალის” ახლადშექმნილ ქალთა გუნდთან.
ბოლო წლებში, ესპანეთის ჩემპიონობისთვის მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის – “ბარსელონა” და “ატლეტიკო”. “რეალს”, აქამდე, ქალთა გუნდი არ ჰყავდა. ცოტა ხნის წინ, “სამეფო კლუბმა” უკვე არსებული კლუბი “ტაკონი” შეიძინა, რომელსაც სახელი და ლოგო 2020 წელს შეეცვლება.
ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე, “ბარსელონასა” და “რეალის” ქალთა გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, კატალონიური კლუბის მეკარე კი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება პრინციპული არ იქნება.
“ამ ეტაპზე, “ატლეტიკოსთან” უფრო პრინციპული დაპირისპირება გვაქვს, ვიდრე “ტაკონთან”. ეს ახალი გუნდია.
ამჟამად, “კლასიკო” ჩვენსა და “ატლეტიკოს” შორის იმართება. ამ ორ გუნდს შორის კარგი კონკურენციაა და “ტაკონმა” “კლასიკოში” მონაწილეობის უფლება უნდა მოიპოვოს, ასე არაა?
ვშიშობ, რომ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება და სპორტის ნაცვლად შოუს მივიღებთ. არ მინდა ეს მოხდეს.” – ციტირებს პანიოსის სიტყვებს ESPN.
მიაჭიპონეთ ხვალ ეგ რეალი