“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ საფრანგეთში გაემგზავრა.
ბართომეუს საფრანგეთში ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე დასწრებაა, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – პრეზიდენტი ნიცაში დაგეგმილზე ადრე, ადგილობრივი დროით დილის 7 საათსა და 20 წუთზე ჩაფრინდა.
Sport-ის ცნობით, არაა გამორიცხული ბართომეუმ საფრანგეთში ვიზიტი პსჟ-ს პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან შეხვედრისთვისაც გამოიყენოს. თუ ასე მოხდა, ივარაუდება, რომ ეს ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი იქნება.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 დღის წინ “ბარსელონას” დელეგაციის პარიზში ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.
რასისულელეა რაღადაწერონ აღარ იციან დღეს კენჭისყრაა მონაკოში და აბა არჩავიდოდა საფრანგეთში ? 😂
კულმინაცია იქნება, ბოლო დღეს გაოფიციალურდება რომ ბარსაში ნეიმარის მაგივრად მბაპე გადადის 170 მილიონისა და რაკიტიჩის და დემბელეს სანაცვლოდ :დ
ბოლომდე რო არამგონია შემცვლელის გარეშე გამოუშვას ,რაც ძალიან ძნელია მოძEBნა უცბად
შემცვლელს სთავაზობს ბარსა დემბელეს სახით. ვიცი არაა ნეიმარის შემცვლელი ეგ. ნეიმარს ვგონებ ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს პსჟ – ში მარა სულ არაფერს კი ჯობია.
რას გვაბოლებენ ესენი რატო პროსტა ;დდ მაინც გადმოვა ბოლოს და რათუნდა ამდენი ამბავი რა ყოველ წუთას უაზრო სტატიები იდება უცხოირ საიტებზე..
ესენი ღადაობენ მგონი, მე მაინც მგონია რო დიდი ხანია შემდგარია უკვე ეგ ტრანსფერი